Opening Hours : ორშაბათი - შაბათი 09:30 - 18:30

ავტორი: aquasheni

სად ვრცელდება და როგორ დავიცვათ თავი ლეგიონელასგან ?

წყალი, რომელსაც სასმელად ვიყენებთ, არაა სტერილური. ის შეიცავს პაწაწინა მიკროორგანიზმებს, რომელთა აღმოჩენაც  შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. მათ შორისაა, ლეგიონელა – უხილავი და მომაკვდინებელი ბაქტერია, რომელიც გვხვდება მტკნარი წყლის გარემოში, როგორიცაა ტბები და ნაკადულები. მათი მცირე რაოდენობა ორგანიმისთვის საშიში არაა, თუმცა რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება რისკიც.  სად არის ლეგიონელას არსებობის მაღალი რისკი ? ხშირად, ასეთ სივრცეებში ავზის […]

ყავა და წყალი – როგორ მოვხარშოთ საუკეთესოდ ყავა?

ფინჯან ყავაში 98% წყალია. გამჭვირვალე სითხე – H2O, რომელსაც ყავის ბაზად ვიყენებთ, ბევრს მალავს. მიუხედავად მისი გამჭვირვალეობისა, ხსნადი და მყარი ნივთიერებების მთელ ლეგიონს შეიცავს, რაც დიდ გავლენას ახდენს მის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, გემოზე სუნსა თუ ფერზე. განსაკუთრებით კი ეს ყავის ან ჩაის მომზადებისას ვლინდება.   ის ფაქტი, რომ წყალი სასმელად ვარგისია, სულაც არ ნიშნავს, რომ ყავისთვის იდეალურია. […]

როგორ შევაფასოთ ჭის და ჭაბურღილის წყლის ხარისხი და გავწმინდოთ ის?

დღეში, საშუალოდ 15-ჯერ ვუშვებთ ონკანს. წყალს ვსვამთ, ვრეცხავთ და ა.შ. მაგრამ იცით, საიდან მოდის და ან რა გზას გადის წყალი ონკანში მოხვედრამდე? არის რაღაცები, რაც უნდა გაიგოთ, სანამ ონკანის წყალს დალევთ: საიდან მოგვეწოდება  სასმელი წყალი? მოსახლეობის უმეტესობას წყალი ცენტრალური საზოგადოებრივი მიწოდების სისტემებიდან მიეწოდება. მაგრამ არის გამონაკლისებიც: მომხმარებელთა მცირე ნაწილი წყალს იღებს საკუთარი მცირე წყალმომარაგების სისტემებიდან, […]

წყლის გავლენა საკვების ხარისხზე

სინამდვილეში, წყალი ჯანსაღი  საკვების გასაღებია. რატომ? სანამ სამზარეულოში ფუსფუსს წარმოიდგენთ, უფრო შორიდან დავიწყოთ:  გავიხსენოთ, რომ მცენარეები და პირუტყვი სიცოცხლის მანძილზე ლიტრობით წყალს იღებენ, სოფლის მეურნეობა სარწყავად მტკნარი წყლის თითქმის 70%-ს იყენებს. დაბინძურებული წყალი კი ვნებს როგორც მცენარეს ისე ცხოველს.  1948 წელს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველა ადამიანის უფლება აქვს მიიღოს სუფთა, […]

წყლის ფილტრის სისტემის მონტაჟი კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა

გამოწვევა: ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე საჭიროა დარბილებული წყალი, მათ შორის დუღილის დასრულების შემდეგ ოპტიმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად. სპეციალური დანადგარის მეშვეობით საცავი ავზის ირგვლივ ხდება ხდება წყლის გათბობა/გაგრილება, იმისათვის რომ დანადგარი არ გამოვიდეს მწყობრიდან და იმუშავოს გამართულად საჭიროა დარბილებული წყალი. მოთხოვნა:წყლის დარბილება და მექანიკური ფილტრაცია, ორთქლის დანადგარების დასაცავად.   გადაწყვეტილება:მოთხოვნის შესაბამისად გადაწყდა დაგვემოტაჟებინა 2 ეტაპიანი უხეში ფილტრაცია: […]

წყლის ფილტრის სისტემის მონტაჟი „ყვარლის ბაგაში“

გამოწვევა: ყვარლის ბაგა არის რძის მწარმოებელი უმსხვილესი ფერმა, რომელიც თავის საქმიანობაში იყენებს ორთქლის აპარატს. წყლის აორთქლებს შედეგად ნალექის სახით რჩება მასში არსებული მინერალები, ნალექი კი დროთა განმოვლობაში დააზიანებს ნებისმიერ მოწყობილობას რომელშიც ხდება წყლის აორთქლება/გაცხელება. მოთხოვნა:წყლის დარბილება და მექანიკური ფილტრაცია, ორთქლის დანადგარების დასაცავად.   გადაწყვეტილება:მოთხოვნის შესაბამისად გადაწყდა დაგვემოტაჟებინა 2 ეტაპიანი უხეში ფილტრაცია: პირველ ეტაპზე   10 ინჩიანი […]

როგორ უნდა დავლიოთ წყალი სწორად?

წყალი ბოთლიდან დავლიოთ თუ ჭიქიდან? ბოთლის წყალი გვიბიძგებს ის ერთი ამოსუნთქვით, შეუჩერებლად დავლიოთ. ამ დროს, წყურვილს მალე ვიკლავთ და მასა ერთიანად აწვება ორგანოებს, სხეული იტბორება. ეს დატვირთვას ზრდის. ამასთან, შესაძლოა, ბოთლით ნაკლებ წყალს ვსვამდეთ, ვიდრე ჭიქით დავლევდით. ამ შემთხვევაში, სხეული თანაბრად ტენიანდება წყლით.  წყალი მჯდომარემ დავლიოთ თუ ფეხზე მდგომმა? მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მეცნიერული […]

წყალი და წონის კლება  – მითი თუ რეალობა? 

გავრცელებული მოსაზრებაა, რომ წყალი წონის კლებაში გვეხმარება. ზოგიერთი კვლევაც ადასტურებს კორელაციას წყლის სმასა და წონის კლებას შორის. ორგანიზმის ჰიდრატირება ორგანოების სწორად ფუნქციონირებაში (საჭმლის მონელების სისტემა, კუნთების ფუნქციონირება) მართლაც მონაწილეობს , თუმცა, სამედიცინო საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს ზუსტი პასუხი, თუ რა გავლენას ახდენს წყლის დალევა წონის დაკლებაზე. ამ სტატიაში გაგიზიარებთ კიდევ 5 მიზეზს, რომელთა გამოც […]

განხორციელებული პროექტი – სათიჭალა

წყლის სრული ფილტრის სისტემის მონტაჟი სათიჭალის მევენახეობაში გამოწვევა: ყურძნის შესანახად იყენებენ სპეციალიზირებულ მაცივარს, რომელიც წყლის წვრილი ჭავლით ატენიანებს ყურძენს და ოპტიმალური ტემპერატურის მეშოვეობით უზრულვყოფს დიდხანს შენახვას, პირვანდელი ვიზუალისა და გემოს შენარჩუნებით. მაცივრის გამართულად მუშაობისათვის აუცილებელია დარბილებული წყალი, რომ არ მოხდეს სისტემაში ნადების წარმოქმნა და საბოლოოდ მისი მწყობრიდან გამოყვანა. მოთხოვნა:ჭაბურღილის წყლის მექანიკური ფილტრაცია და დარბილება. გადაწყვეტილება:მოთხოვნის […]

დეჰიდრატაციის ნიშნები და თავიდან აცილების გზა

და აი, ისიც, გაზაფხული თავისი  ენერგეტიკით უკვე აქაა. მზიანი დღეების და მშვიდი საღამოების გარეთ გატარებას არაფერი სჯობია, თუმცა დეჰიდრატაციის საფრთხეც უნდა გაითვალისწინოთ. ამ ბლოგში მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც გაუწყლოების შესახებ უნდა იცოდეთ და გასწავლით, როგორ აირიდოთ ის თავიდან.  რა არის დეჰიდრატაცია – დეჰიდრატაციის გამომწვევი მიზეზები დეჰიდრატაცია ხდება მაშინ, როდესაც თქვენი სხეული კარგავს ძალიან ბევრ […]

განხორციელებული პროექტი – კერძო სახლი წყალტუბოში

წყლის მექანიკური ფილტრაცია და დარბილება კერძო სახლში              გამოწვევა: სახლი წყლის წყაროთ იყენებს ჭაბურღილს, რომელსაც მოყვება მცირე სახით ქვიშა და სხვა უხეში მინარევები, იწვევს ნადებს და მომხმარებელი ჩიოდა რომ კანის და თმის გამშრობას იწვევდა. სახლი აღჭურვილია ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემით, რომელიც მგრძნობიარეა ნადების მიმართ და იკლებს ეფექტურობა. მოთხოვნა:ხისტი წყლის დარბილება წყლის მომარაგების სისტემისა და ტექნიკის დაცვა […]

განხორციელებული პროექტო – თელეთის რძის პროდუქტები

წყლის დამრბილებელი ფილტრის მონტაჟი რძის საწარმოში. გამოწვევა: კომპანია თავის საქმიანობაში აქტიურად გამოიყენებს ორთქლის წარმომქნელს დანადგარს, როგორც მოგეხსნებათ წყლის თხევადი მდგომარეობიდან აირად გადაყვანისას მასში არსებული მინერალები რჩება აორთქლების ზედაპირზე, რაც ხშირ შემთხვევაში გამაცხელებელი მოწყობილებებისათვის დიდი პრობლემაა. წარმოქმნილი ნადები იწვევს მათ დაზიანებას. მოთხოვნა:დარბილებული წყლის მიღება რომელიც არ გამოიწვევს ნადებს და შესაბამისად არ დააზიანებს ორთქლის წარმომქნელ დანადგარს. გადაწყვეტილება:მოთხოვნილი […]

განხორციელებული პროექტი – კერძო ბინა არქი თაუერში

წყლის დარბილება და ქლორისგან გაწმენდა კერძო ბინაში         გამოწვევა:მომხმარებელი ჩიოდა რომ შხაპის მიღების შემდეგ კანი უშრებოდა და უჩნდებოდა გამონაყარი. აღნიშნული პრობლემების გამომწვევია ხისტი წყალი და ხშირ შემთხვევაში ქლორი. მოთხოვნა:მთლიანი წყლის დარბილება და ქლორისგან გაწმენდა გადაწყვეტილება:პრობლემის მოსაგვარებლად  დავამონტაჟეთ შედეგი ფიტლრები: პირველ ეტაპზე დამოტაჟდა 10 ინჩიანი კოლბა 5 მიკრონიანი პორიპოლენის კარტრიჯით უხეში ფილტრაციისათვის. მეორე ეტაპზე  10 ინჩიანი კოლბაში […]

განხორციელებული პროექტი – კერძო სახლი სოლოლაკში

წყლის მექანიკური ფილტრაცია კერძო სახლში                 გამოწვევა:მოხმარებელმა მოგვმართა შემდეგი ჩივილით რომ წყალს აქვს უსიამოვნო გემო და სუნი, ხშირად იწვევდა მცირე ზომის გამონაყარს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. კერძო სახლს მიეწოდება მუბნიციპალური წყალი, ასეთი წყალი მუშავდება ქლორით და სწორედ ქლორი იწვევს ადამიანების გარკვეულ ნაწილზე ალერგიას გამონაყარის სახით, ასევე აქვს უსიამოვნო სუნი და გემო.  მოთხოვნა:მექანიკური ფილტრაცია და ქლორისგან გაწმენდა გადაწყვეტილება:აღნიშნული […]

განხორციელებული პროექტი – კერძო სახლი სოფელ სვირში

წყლის მექანიკური ფილტრაცია და დარბილება კერძო სახლში              გამოწვევა: კერძო სახლი წყლის წყაროდ იყენებს სოფლის მიერ ინდივიდუალურად მოწყობილ წყლის რეზერვუარს, რომელშიც წყალი გროვდება მთის და წყაროს წყლებიდან.  მომხმარებლი ჩიოდა რომ წყალს პერიოდულად მოყვებოდა ქვიშა, იყო ამღვრეული წვიმების შემდე. მოთხოვნა:ხისტი წყლის დარბილება წყლის მომარაგების სისტემისა და ტექნიკის დაცვა ქვიშა-უხეში მინარევებისაგან. გადაწყვეტილება:მოთხოვნილი წყლის რაოდენობისა და წყლის სიხისტის შესაბამისად […]

განხორციელებული პროექტი – თხის ფერმა “ციკა”

წყლის მექანიკური ფილტრაცია, სტერილიზაცია და დარბილება თხის ფერმა ციკაში გამოწვევა: ფერმა წყლის წყაროდ იყენებს ჭაბურღილის წყალს, რომელსაც მოყვებოდა დიდი რაოდენობით ქვიშა და ნალექი, ტექნიკა ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან ნალექის და ნაგროვი ქვიშის გამო. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა რომ წყალი შეიცავს ბაქტერიებს, ორგანულ მინარევებს და დიდი რაოდენობით კალციუმს. მოთხოვნა:ხისტი წყლის დარბილება წყლის მომარაგების სისტემისა, ტექნიკის დაცვა ქვიშა-უხეში […]

განხორციელებული პროექტი – რესტორანი “შატო გელათი”

წყლის მექანიკური ფილტრაცია და დარბილება რესტორანი შატო გელათი                 გამოწვევა: რესტორანი წყლის წყაროდ იყენებს ჭაბურღილის წყალს, რომელსაც მოყვებოდა დიდი რაოდენობით ქვიშა და ნალექი, ტექნიკა ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან ნალექის და ნაგროვი ქვიშის გამო. ნალექის გამომწვევი მიზეზი იყო მაღალი სიხისტე. მოთხოვნა:ხისტი წყლის დარბილება წყლის მომარაგების სისტემისა და ტექნიკის დაცვა ქვიშა-უხეში მინარევებისაგან. გადაწყვეტილება:მოთხოვნილი წყლის რაოდენობისა და წყლის სიხისტის შესაბამისად […]

კიბო, აკნე და დაქლორილი წყლით გამოწვეული სხვა საშიშროებები – როგორ ავიცილოთ თავიდან რისკი?

ქლორის მაღალეფექტური ანტიბაქტერიული ბუნება ამართლებს მის, როგორც წყლის გამწმენდ აგენტად გამოყენებას. დეზინფექცია ონკანის წყალს სახიფათო ბაქტერიებისა და ვირუსებისგან ასუფთავებს, მისმა ანტიბაქტერიულმა ეფექტმა შეიძლება, გარკვეულწილად ხელი შეუწყოს აკნეს შემცირებას, მაგრამ აქვს უკუეფექტებიც, რაც პირდაპირ კავშირშია თქვენს ჯანმრთელობასთან და ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოსთან.  დავიწყოთ თავიდან და დავიწყოთ თმით.  შესაძლოა, ონკანის წყალს არ სვამთ და მას მხოლოდ ჰიგიენური მიზნებისთვის […]

განხორციელებული პროექტი – “კონსტრუქტ2”

წყლის სრული ფილტრის სისტემის მონტაჟი კოლეჯ კონსტრუქტორში გამოწვევა:კოლეჯი კონსტრუქტ2 არის დიდი სასწავლო დაწასებულება ბევრი მოსწავლით, მათი მომსახურებისათვის კი საჭიროა უწყვეტად სუფთა წყლით მომარაგება. ამ მიზნის მისაღწევად კოლეჯს დამოტაჟებული აქვთ რეზერვიულები რომლებშიც დროთაგანმავლობაში წარმოიქნებოდა ყვითელი ფერის ნალექი რაც მიუთითბს წყლის მექანიკურ დაბინძურებაზე. მოთხოვნა:მექანიკური დამაბინძურებლებისაგან გაწმენდა და სასადილოში სუფთა სასმელი წყლის უზრუნველყოფა გადაწყვეტილება:მოთხოვნის შესაბამისად გადაწყდა დაგვემოტაჟებინა მაღალი […]

განხორციელებული პროექტი – აქვაშენი ოფისი

წყლის სრული ფილტრის მონტაჟი ჩვენსავე ოფისსში. ყველა პროდუქციას აუცილებლად ვტესტავთ და საკუთარი გამოცდილებით ვუწევთ რეკომენდაციაას ჩვენს მომხარებელებს. გამოწვევა: ჩვენს ოფისს მოეწოდება მუნიციპალური წყალი, რომელიც ხასიათდება საშუალო სიხისტით (5 მლ.ექვ.ლ) შესაბამისად წალს ჭირდება დარბილება სისტემის დასაცავად და ფილტრაცია მაღალი ხარისხის სასმელი წლის მისაღებად. მოთხოვნა:ხისტი წყლის დარბილება, სასმელი მაღალი ხარისხის წყლის მიღება, წყლის მომარაგების სისტემის დაცვა ქვიშა-უხეში […]

განხორციელებული პროექტი-ავტოსამრეცხაო

წყლის დამარბილებელი ფილტრის მონტაჟი ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოზე გამოწვევა: ხისტი წყლის დარბილება. ყველასთვის ნაცნობი პრობლემაა ლაქები ავტომობილის გარეცხვის შემდეგ, სწორედ ამ პრობლემით მოგვმართა დამკვეთმა, რადგან მათ მიერ გამოყენებულ წყალში ჩველებრივზე მეტ კალციუმ და მაგნიუმს შეიცავდა. მოგეხსენებათ კაცლიუმი და მაგნიუმია მთავარი მინერალები რომლებიც წარმოქმნიან სიხისტეს. მოთხოვნა:დარბილებული წყლის მიღება რომელიც არ გამოიწვევს ნადებს მანქანის ზედაპირზე. გადაწყვეტილება:მოთხოვნილი წყლის რაოდენობისა და […]

განხორციელებული პროექტი – ტიფლისტექსტილი

წყლის დამრბილებელი ფილტრის მონტაჟი ტიფლისტექსტილში. გამოწვევა:კომპანია თავის საქმიანობაში აქტიურად გამოიყენებს ორთქლის წარმომქნელს დანადგარს, როგორც მოგეხსნებათ წყლის თხევადი მდგომარეობიდან აირად გადაყვანისას მასში არსებული მინერალები რჩება აორთქლების ზედაპირზე, რაც ხშირ შემთხვევაში გამაცხელებელი მოწყობილებებისათვის დიდი პრობლემაა. წარმოქმნილი ნადები იწვევს მათ დაზიანებას. მოთხოვნა:დარბილებული წყლის მიღება რომელიც არ გამოიწვევს ნადებს და შესაბამისად არ დააზიანებს ორთქლის წარმომქნელ დანადგარს. გადაწყვეტილება:მოთხოვნილი წყლის რაოდენობისა […]

შესრულებული წყლის ფილტრაციის პროექტი საკვები ზეთის საწარმოში

დამკვეთის მოთხოვნა იყო წყლის დარბილება, დანადგარების ნადებისაგან დასაცავად და საწარმოო პროცესისის ოპტიმიზაციისათვის.დავალების შესასრულებლად ჩვენმა სერვის ჯგუფმა განახორციელა, დამარბილებილი ფილტრის მონტაჟი,რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ რეჟიმში დარბილებული წყლის მიწოდებას. დამარბილებელ ფილტრამდე წყალი გადის პრეფილტრაციას და უხეში მინარევებისაგან იფილტრება 2 ეტაპად: 1) პირველ ეტაპზე წყალი გადის 50 მიკრონიან მრალჯერად ნეილონის კარტრიჯში, რომელიც მოთავსებულია თვითმცლელ კოლბაში.2) მეორე ეტაპზე წყალი იფილტრება […]

წყლით გამოწვეული 5 საშიში დაავადება, რომელიც „სხეულზე გაწერიათ“

სხეულზე გამონაყარი ხშირად გაწუხებთ? დაკვირვებიხართ, რომ ის ცხელი შხაპის მიღების ან ცურვის შემდეგ ჩნდება. შესაძლოა, არც შეგიმჩნევიათ, თუმცა ხშირად, ამის მიზეზი დაბინძურებული წყალია.  სუფთა წყლის სმის მნიშვნელობაზე ბევრი გვისაუბრია, დაბინძურებული წყლის უკუეფექტებზე კი თითქმის არაფერი გვითქვამს. ამ ბლოგში იმ დაავადებებზე მოგიყვებით, რომლებიც სხეულზე ლაქებითა თუ აკნეთი გამოიხატება: 1. აკვაგენური ჭინჭრის ციება ბოლო დროს გახშირებული დაავადება, […]

წყლის დაბინძურება: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

ბლოგის წაკითხვა რეკომენდებულია ერთი ჭიქა  გამჭვირვალე  წყლის სმის თანხლებით  ბრიტანელმა პოეტმა, აუდენმა ერთხელ თქვა : „ათასობით ადამიანი ცხოვრობს უსიყვარულოდ და არც ერთი  – წყლის გარეშე“. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, თუ რამდენად გადამწყვეტია წყალი სიცოცხლისთვის, მას მაინც არ ვუფრთხილდებით.  მსოფლიოს ჩამდინარე წყლების დაახლოებით, 80% დაუმუშავებელია და ამავე სახით იკარგება. აბინძურებს მდინარეებს, ტბებსა და ოკეანეებს. წყლის დაბინძურების […]

6 საშიში დაავადება, რომელიც ძაღლს წყლისგან შეიძლება გაუჩნდეს

თუ საყვარელი ცხოველის სიკვდილის შიში ერთხელ მაინც განგიცდიათ, დარწმუნებული ვარ, ამ ბლოგს დიდი ყურადღებით წაიკითხავთ. ალბათ, უკვე იცით, რამდენად ფაქიზია მისი ორგანიზმი. ძაღლის ჯანმრთელობას საფრთხე შესაძლოა, ერთი შეხედვით ისეთმა უბრალო რამემაც შეუქმნას, როგორიც წყლის დალევაა.  არსებობს მრავალი დაავადება, რაც წყალმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორისაა: მეგაეზოგაფი – საყლაპავის დისფუნქცია ბაქტერიით გამოწვეული დაავადებები ლურჯ-მწვანე დამაბინძურებლების გავლენა ორგანიზმზე […]

შესრულებული წყლის ფილტრაციის პროექტი კერძო სახლისათვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში

აქვაშენის სერვის ჯგუფმა განახოციელა წყლის ბილიოგიური და ქიმიური გაწმენდა გადარბნის მუნიციპალიტეტში. წყლის ერთადერთი წყაროა ჭაბურღილი, რომელიც დაბინძურებულია მიკრობიოლგიურად, კერძოდ კოლიფორმული ბაქტერიებით, ასევე აქვს მაღალი სიხისტე.ზემოთ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენმა სერვის ჯგუფმა განახორციელეა შემდეგი ფილტრების მონტაჟი:* პირველ ეტაპზე წყალს უტარდება პრეფილტრაფაცია უხეში მინარევებისაგან;* მეორე ეტაპზე წყალი გადის დამარბილებელ ფილტრში და აცლის სიხისტეს, რომელიც უზრუნველოფს საყოფაცხოვრებო ტექნიკის […]

რა კავშირია წყლის ხარისხსა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის?

შენ ხარ, ის რასაც სვამ. არ გჯერათ? გავიხსენოთ, როგორ მოქმედებს წყალი ადამიანის ორგანიზმზე: არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ასუფთავებს ნარჩენებისგან, საკვები ნივთიერებების „გადამზიდია“ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული უჯრედის ფუნქციონირებისათვის. ადამიანის სხეულის, დაახლოებით, 60 პროცენტი წყალია, მაგრამ ზოგიერთი ნაწილი კიდევ უფრო მეტისგან შედგება: თქვენი ტვინის 70 პროცენტი, თქვენი სისხლის 80 პროცენტი, თქვენი ფილტვების 90 პროცენტი!  მიუხედავად, ამისა, ყოველდღურობაში […]

რა პრობლემებს იწვევს წყლის pH-ის დარღვევა და როგორ აღვადგინოთ ბალანსი

რა არის pH?   სკოლაში გვასწავლიან, რომ pH წყალხსნარებში წყალბადის კონცენტრაციაზე მიგვითითებს. დაბალი pH ნიშნავს, რომ სითხეში მეტი წყალბადის იონია, ხოლო უფრო მაღალი pH მასში ნაკლები წყალბადის იონის არსებობაზე მიუთითებს. pH-ის შკალაზე დიაპაზონი 0-დან 14-მდეა, 7 ნეიტრალურია. 7 -ზე ნაკლები pH მჟავიანობის მაჩვენებელია. ხოლო 7-ზე მეტი pH მის ტუტე ბუნების მაჩვენებელია. მაგალითად, კოკა-კოლას pH 2.3-ია, რაც […]

7 პრობლემა, რასაც ხისტი წყალი იწვევს – წყლის დარბილება

სახლში წყლის მილები ხშირად იჭედება? ამის მიზეზი, შესაძლოა თავად წყალი იყოს. ასეთ დროს, წყლის დარბილება ხდება საჭირო. წყლის დამარბილებელი ხისტი წყლით გამოწვეული პრობლემების მოგვარების მთავარი გზაა.  დავიწყოთ თავიდან – რა არის ხისტი წყალი? თუ ონკანის წყალი დიდი ოდენობით კალციუმსა და მაგნიუმს შეიცავს, ის ხისტია. ასეთი წყლის საუკეთესო მაგალითად წვიმა შეგვიძლია ჩავთვალოთ. ფაქტია, რომ ციდან რბილი […]

წყლის ფილტრის 5 სარგებელი

ჯანმრთელობისთვის არაფერია, ისე მნიშვნელოვანი, როგორც სუფთა წყალი. ეს კი ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. მუქი ფერის, ხილული ორგანიზმებით დაბინძურებულ ონკანის წყალს არაერთხელ შევუშინებივართ და გავუბრაზებივართ. მისი სასმელად გამოყენება დაუშვებელია. გამოსავალი კი მხოლოდ ერთია – წყლის ფილტრები. ონკანის ფილტრი დაბინძურებულ წყალს წმენდს, რითაც არაერთ პრობლემას აგაცილებთ. გაგიზიარებთ, 5 მიზეზს, თუ რა უპირატესობები აქვს სასმელი წყლის ფილტრაციას:  1. არასასურველი […]

5 ნაბიჯი წყლის ფილტრის შესარჩევად

ერთი შეხედვით, სასმელი წყლის ფილტრის არჩევა რთული ამოცანაა. ამ 5 შეკითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, კი ზუსტად გეცოდინებათ, როგორი წყლის ფილტრი გჭირდებათ: გაფილტრული წყალი მხოლოდ ერთ წერტილზე გნებავთ თუ მთელ სახლში? თუ მხოლოდ სასმელი წყლის გაფილტვრა გსურთ, წყლის ფილტრი სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ დააყენეთ, ამ შემთხვევაში უკუოსმოსის ფილტრაციის სისტემას გირჩევთ, რომელიც თქვენი ონკანის წყლის სუნსა და გემოს […]

ნაყიდ წყალს სვამ? წაიკითხე და დაზოგე ფინანსები

თუ სასმელ წყალს ყიდულობთ, ე.ი. მათ შორის ხართ, ვინც თვეში 100-120 ლარს „წყალში უშვებს“, მაშინ, როცა წყლის ფილტრის ონკანზე დაყენება გაცილებით ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული. დანაზოგზე ქვემოთ მოგიყვებით, მანამდე კი ბოთლირებული და ონკანის წყლის ნაკლოვანებებს გაგაცნობთ:  ხშირად, ონკანის წყლის უსუფთაობა თვალითაც შესამჩნევია. დაბინძურებულმა წყალმა კი შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. სუფთა წყალი გიცავთ ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა: ტიფი, […]

გვჭირდება თუ არა წყლის ფილტრაცია ?

 წყლის ხარისხი განსხვავდება ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით, მასზე გავლენას ახდენს მოძველებული წყლის ინფსრასტრუქტურა, გარემოს დაბინძურება და საწარმოო ნარჩენები. წყლის ხარისხზე ასევე მოქმედებს ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები, როგორიცაა ქლორი და ფტორი, რომლებიც გამოიყენება წყლის გასაწმენდად ქალაქის წყალმომარეგებისას.  დამტკიცებულია, რომ ქლორი და ფტორი უარყოფით ზეგავლენას ახდენენ ადამიანზე.  წყლის ფილტრაციის სისტემას შეუძლია გაწმინდოს წყალი დაბინძურებული ნივთიერებისაგან და გაუმჯობესოს წყლის […]

როგორ გავიგო ხისტია თუ არა წყალი და რა პრობელემებს იწვევს ?

 წყლის სიხისტის დასადგენად შეგვიძლიათ გამოვიყენოთ შემდეგი მაჩვენებლები:• ნალექი საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე თეთრი ცვილის სახით (ჩაიდანი, სარეცხი მანქანა, გამათბობელი ქვაბი და ა.შ)• მშრალი კანი და უხეში თმა შხაპის შემდეგ;• საპნის ნალექი ნიჟარასა და საშხაპეზე;• ტანსაცმელი რეცხვის შემდეგ უხეშია და ფაქტურა არასასიამოვნოა.  რა იწვევს წყლის სიხისტეს ? წყლის სისხისტეს იწვევს მასში არსებული დიდი რაოდენობით მინერალები, განსაკუთრებით კალციუმი და […]