განხორციელებული პროექტი – თხის ფერმა “ციკა”

წყლის მექანიკური ფილტრაცია, სტერილიზაცია და დარბილება თხის ფერმა ციკაში

გამოწვევა:

ფერმა წყლის წყაროდ იყენებს ჭაბურღილის წყალს, რომელსაც მოყვებოდა დიდი რაოდენობით ქვიშა და ნალექი, ტექნიკა ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან ნალექის და ნაგროვი ქვიშის გამო. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა რომ წყალი შეიცავს ბაქტერიებს, ორგანულ მინარევებს და დიდი რაოდენობით კალციუმს.


მოთხოვნა:
ხისტი წყლის დარბილება წყლის მომარაგების სისტემისა, ტექნიკის დაცვა ქვიშა-უხეში მინარევებისაგან და ბაქტერიებისაგან სტერილიზაცია.

გადაწყვეტილება:

პირველ ეტაპზე წყალი გადის 2 დონიან მექანიკურ ფილტრაციას 10 ინჩიანი თვითმცლელი კოლბით რომელშიც მოთავსებულია მრავლჯერადი 50 მიკრონიანი ნეილონის კარტრიჯი  და 20 ინჩიანი BIG BLUE ფილტრი 5 მიკრონიანი პოლიპროპელენის კარტრიჯით

მეორე ეტაპზე ხდება წყლის დარბილება თავსდება რეზერვუარში –  მოთხოვნილი წყლის რაოდენობისა და წყლის სიხისტის შესაბამისად შეირჩა ჩვენი დამარბილებელი ფილტრი  NWF Simplex 20, რომლის საერთო წარმადობაა 3300 ტონა და 12 მლ.ექვ.ლ  სიხისტიდან აქვს შესაძლებლობა მიიღოს 0 მლ.ექვ.ლ სიხისტე.


მესამე ეტაპზე რეზერვუარიდან წამოსული წყალი გადის 3 დონიან ფილტრაცია 20 ინჩიანი BIG BLUE – კოლბებში მოთავსებული კარტრიჯებით. 2 ნახშირის კარტრიჯი ანტიბაქტერიული თვისებით და 1 ცალი 1 მიკრონიანი პოლიპროპელენის კარტრიჯი, რომელიც უზრულველყოფს უმცირეი ნაწილაკებისგან გაფილტრვრას.

მეოთხე ეტაპზე დარბილებული და უმცირესი ნაწილაკებიდან გაფილტრული წყალი გადის სტერილიზაციას  ულტრაიისფერი სტერილიზატორით  HA325 და უზრუნველყოფს ბაქტერიებისა და ვირუსების განადგურებას.

შედეგი:

ჩვენი სერვის ჯგუფის მუშაობის შედეგად დაყენდა ზემოთ ხსენებული ფილტრები და შესაბამისად დაკმაყოფილდა დამკვეთის მოთხოვნები.

– მთლიან სისტემას მიეწოდება დარბილებული წყალი, რომელიც არ წარმოქმნის ნადებს

–  დამატებით იფილტრება ქვიშისა და სხვა უხეში მინარევებისაგან, რომელიც ასევე უზრუნველყოფს დამარბილებელი ფილტრის ხანგძლივ და შეუფერხებელ მუშაობას.

– წყალი სრულა უსაფრთხოა და დაცულია ვირუსები და ბაქტერიებისაგან

გააზიარე