წყლის ფილტრის სისტემის მონტაჟი „ყვარლის ბაგაში“
გამოწვევა:
ყვარლის ბაგა არის რძის მწარმოებელი უმსხვილესი ფერმა, რომელიც თავის საქმიანობაში იყენებს ორთქლის აპარატს. წყლის აორთქლებს შედეგად ნალექის სახით რჩება მასში არსებული მინერალები, ნალექი კი დროთა განმოვლობაში დააზიანებს ნებისმიერ მოწყობილობას რომელშიც ხდება წყლის აორთქლება/გაცხელება.
მოთხოვნა:
წყლის დარბილება და მექანიკური ფილტრაცია, ორთქლის დანადგარების დასაცავად.
გადაწყვეტილება:
მოთხოვნის შესაბამისად გადაწყდა დაგვემოტაჟებინა 2 ეტაპიანი უხეში ფილტრაცია:
- პირველ ეტაპზე 10 ინჩიანი კოლბა, 50 მიკრონიანი მრავალჯერადი ნეილონის კარტრჯი.
- მეორე ეტაპზე 2 ცალი 20 ინჩიანი მაღალი წარმადობის BIG BLUE კოლბები. ორივე კოლბაში კი 5 მიკრონიანი პოლიპროპელენის კატრიჯი. აღნიშნული ფილტრები უზრუნველყოფენ ქვიშისა და ნალექის უწვრილესი ნაწილაკებისაგან გაფილტრვას.
წყლის დასარბილებლად გამოვიყენეთ MWG – AWSD2X75– რომლის წარმადობა არის 3400 ლიტრი საათში და ურზუნველყოფს მაღალის სიხისტის წყლის დარბილებას. ფილტრი ავტომატურია და პერიოდულობით ახდენს თვითრეცხვას ტექნიკური მარილის მეშვეობით. მარილით რეცხვა უზრუნველყოფს მასში მოთავსებული რეგენტის რეგენერაციას. მომსახურება ჭირდება პერიოდულად ტექნიკური მარილის ჩაყრის სახით.
შედეგი:
ჩვენი სერვის ჯგუფის მუშაობის შედეგად დაყენდა ზემოთ ხსენებული ფილტრები და შესაბამისად დაკმაყოფილდა დამკვეთის მოთხოვნები.
– მთლიან სისტემას მიეწოდება დარბილებული წყალი, რომელიც არ წარმოქმნის ნადებს
– დამატებით იფილტრება ქვიშისა და სხვა უხეში მინარევებისაგან, რომელიც ასევე უზრუნველყოფს დამარბილებელი ფილტრის ხანგძლივ და შეუფერხებელ მუშაობას.
გააზიარე