განხორციელებული პროექტი – კერძო სახლი წყალტუბოში

წყლის მექანიკური ფილტრაცია და დარბილება კერძო სახლში             

გამოწვევა:

სახლი წყლის წყაროთ იყენებს ჭაბურღილს, რომელსაც მოყვება მცირე სახით ქვიშა და სხვა უხეში მინარევები, იწვევს ნადებს და მომხმარებელი ჩიოდა რომ კანის და თმის გამშრობას იწვევდა. სახლი აღჭურვილია ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემით, რომელიც მგრძნობიარეა ნადების მიმართ და იკლებს ეფექტურობა.


მოთხოვნა:
ხისტი წყლის დარბილება წყლის მომარაგების სისტემისა და ტექნიკის დაცვა ქვიშა-უხეში მინარევებისაგან.

გადაწყვეტილება:
მოთხოვნილი წყლის რაოდენობისა და წყლის სიხისტის შესაბამისად შეირჩა ჩვენი დამარბილებელი ფილტრი  NWF DUO 10, რომლის საერთო წარმადობაა 1500 ტონა და 12 მლ.ექვ.ლ  სიხისტიდან აქვს შესაძლებლობა მიიღოს 0 მლ.ექვ.ლ სიხისტე.

ფილტრი ავტომატურად აკეთებს რეგენერაციას იმ მომენტში როდესაც არ ხდება წყლის მოხმარება შესაბამისად, აქვს აქვს შეფერხების გარეშე დარბილებული წყალი. რეგენერაცია ხდება ტექნიკური მარილის მეშვეობით.




იმისათვის რომ თავად დამარბილებელი დავიცვათ უხეში მინარევებისაგან და ასევე მთლიანი სისტემაც დავიცვათ გადაწყდა დამონტაჟებულიყო ფილტრაციის შემდეგი კომბინაცია;

1. 10 ინჩიანი თვითმცვლელი კოლბა 50 მიკრონიანი ნეილონის კარტრიჯი;
2. 20 ინჩიანი BIG BLUE მაღალი წარმადობის   კოლბა 5 მიკრონიანი  პოლიპროპელენის კარტრიჯით
3. 20 ინიჩიანი BIG BLUE მაღალი წარმადობის კოლბა ნახშირის ბლოკის კარტრიჯით, რომელიც უზრუნველყოფს ორგანული მიანრევებისგან  ფილტრაციას

3 ეტაპიანი პრეფილტრაციის შემდეგ გადის წყალი დამარბილებლ ფილტრში.

შედეგი:

ჩვენი სერვის ჯგუფის მუშაობის შედეგად დაყენდა ზემოთ ხსენებული ფილტრები და შესაბამისად დაკმაყოფილდა დამკვეთის მოთხოვნები.

– მთლიან სისტემას მიეწოდება დარბილებული წყალი, რომელიც არ წარმოქმნის ნადებს

–  დამატებით იფილტრება ქვიშისა და სხვა უხეში მინარევებისაგან, რომელიც ასევე უზრუნველყოფს დამარბილებელი ფილტრის ხანგძლივ და შეუფერხებელ მუშაობას.

გააზიარე