განხორციელებული პროექტი – კერძო სახლი სოლოლაკში
წყლის მექანიკური ფილტრაცია კერძო სახლში
გამოწვევა:
მოხმარებელმა მოგვმართა შემდეგი ჩივილით რომ წყალს აქვს უსიამოვნო გემო და სუნი, ხშირად იწვევდა მცირე ზომის გამონაყარს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. კერძო სახლს მიეწოდება მუბნიციპალური წყალი, ასეთი წყალი მუშავდება ქლორით და სწორედ ქლორი იწვევს ადამიანების გარკვეულ ნაწილზე ალერგიას გამონაყარის სახით, ასევე აქვს უსიამოვნო სუნი და გემო.
მოთხოვნა:
მექანიკური ფილტრაცია და ქლორისგან გაწმენდა
გადაწყვეტილება:
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და წყლის მოხმარების რაოდენობის გათვალისწინებით გადაწყდა დაგვეყენებინა 3 ეტაპიანი BIG BLU ფილტრი.
პირველ კოლბაში მოვათავსეთ 5 მიკრონიანი პოლიპროპელენის კარტრიჯი ქვიშისა და უხეში მინარევებისაგან გასაწმენდად;
მეორე კოლბაში მოვათავსეთ ნახშირის კარტრიჯი რომელიც აშორებს ქლორს და მძიმე მეტალებს;
მესამე კოლბაში მოვათავსეთ ქოქოსის ქერქის აქტივირებული გრანურირებული ნახშირის ბლოკი, რომელიც აცლის ორგანული კომპონენტებს, წყალს ანიჭებს სასიამოვნო სუნს და გემოს.
შედეგი:
ჩვენი სერვის ჯგუფის მუშაობის შედეგად დაყენდა ზემოთ ხსენებული ფილტრები და შესაბამისად დაკმაყოფილდა დამკვეთის მოთხოვნები.
– წყალი იფილტრება უხეში მინარევებისაგან ქლორისა და სხვა ორგანული კომპონენტებისაგან რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია.
- სახლის ფოტოსურათი არ არის რეალური, კერძო მომხმარებლების ინფორმაცია კონფიდენციალურია.
გააზიარე