განხორციელებული პროექტი – აქვაშენი ოფისი

წყლის სრული ფილტრის მონტაჟი ჩვენსავე ოფისსში.

ყველა პროდუქციას აუცილებლად ვტესტავთ და საკუთარი გამოცდილებით ვუწევთ რეკომენდაციაას ჩვენს მომხარებელებს.

გამოწვევა:

ჩვენს ოფისს მოეწოდება მუნიციპალური წყალი, რომელიც ხასიათდება საშუალო სიხისტით (5 მლ.ექვ.ლ) შესაბამისად წალს ჭირდება დარბილება სისტემის დასაცავად და ფილტრაცია მაღალი ხარისხის სასმელი წლის მისაღებად.


მოთხოვნა:
ხისტი წყლის დარბილება, სასმელი მაღალი ხარისხის წყლის მიღება, წყლის მომარაგების სისტემის დაცვა ქვიშა-უხეში მინარევებისაგან და ჟანგისაგან.

გადაწყვეტილება:
მოთხოვნილი წყლის რაოდენობისა და წყლის სიხისტის შესაბამისად შეირჩა ჩვენი დამარბილებელი ფილტრი  NWF DUO 10, რომლის საერთო წარმადობაა 1500 ტონა და 12 მლ.ექვ.ლ  სიხისტიდან აქვს შესაძლებოლბა მიიღოს 0 მლ.ექვ.ლ სიხისტე.

ფილტრი ავტომატურად აკეთებს რეგენერაციას იმ მომენტში როდესაც არ ხდება წყლის მოხმარება შესაბამისად, ოფისს აქვს შეფერხების გარეშე დარბილებული წყალი. რეგენერაცია ხდება ტექნიკური მარილის მეშვეობით.
იხილეთ ვიდეო.

იმისათვის რომ ფილტრმა შეუფერხებლად იმუშაოს აუცილებელია პრეფილტრაცია, ჩვენს შემთხვევაში გამოვიყენეთ 2 ცალი 10 ინჩიანი კოლბა რომლებშიც მოთავსებულია 50 მიკრონიანი მრავალჯერადი  და 5 მიკრონიანი პოლიპროპელენის კარტრიჯი , აღნიშნული კარტრიჯები უზრუნველყოფს ქვიშისა და სხვა მცირე ნაწილაკებისაგან სრულ ფილტრაციას.

სასმელი წლის მისაღებად საპრეზენტაციო ოთახში დამოვატანჟეთ 7 ეტაპიანი უკუ ოსმოსის სისტემა – AQUAFILTER RX75 რომელსაც ვიყენებთ როგორც სასმელი წყლის მისაღებად ასევე ჩაისა და ყავის მოსამზადებლად.

შედეგი:



– მთლიან სისტემას მიეწოდება დარბილებული წყალი, რომელიც არ წარმოქმნის ნადებს

–  დამატებით იფილტრება ქვიშისა და სხვა უხეში მინარევებისაგან, რომელიც ასევე უზრუნველყოფს დამარბილებელი ფილტრის ხანგძლივ და შეუფერხებელ მუშაობას.

– მაღალი ხარისხის სასმელი წყალი

გააზიარე