5 ნაბიჯი წყლის ფილტრის შესარჩევად

ერთი შეხედვით, სასმელი წყლის ფილტრის არჩევა რთული ამოცანაა. ამ 5 შეკითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, კი ზუსტად გეცოდინებათ, როგორი წყლის ფილტრი გჭირდებათ:

  1. გაფილტრული წყალი მხოლოდ ერთ წერტილზე გნებავთ თუ მთელ სახლში?

თუ მხოლოდ სასმელი წყლის გაფილტვრა გსურთ, წყლის ფილტრი სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ დააყენეთ, ამ შემთხვევაში უკუოსმოსის ფილტრაციის სისტემას გირჩევთ, რომელიც თქვენი ონკანის წყლის სუნსა და გემოს ბევრად უფრო უკეთესს გახდის და მისი ხარისხი ბოთლირებულ წყალს არათუ არ ჩამოუვარდება, შესაძლოა უკეთესიც იყოს.
საუკეთესო ვარიანტია, თუ წყლის ფილტრი ცენტრალურ მილზე განთავსდება. კომბინირებული ფილტრაციით შესაძლებელია: წყლის სიხისტის შემცირება + UV (ულტრაიისფერი სტერილიზატორი) წყლის ფილტრაცია, ვირუსებისა და ბაქტერიების მოსაშორებლად და უკუოსმოსის ფილტრის სისტემა, სასმელი წყლისთვის. აღნიშნული კომბინაცია რეკომენდებულია, როცა წყლის წყაროდ ჭის წყალია გამოყენებული.

  1. წყლის ფილტრს ჭის წყალზე დააყენებთ თუ მუნიციპალურ წყალზე?

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი წყალმომარაგების სისტემების გასაწმენდად ქლორს იყენებენ ( თავის მხრივ, ადამიანისთვისაც შესაძლოა, ესეც მავნებელი იყოს), ონკანის წყალს მაინც უამრავი დამაბინძურებელი ნივთიერება მოყვება, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშია. 

ჭის წყალს სხვა პრობლემები აქვს. კვლევების თანახმად, ხშირად ის  E. coli-ს და/ან კოლიფორმულ ბაქტერიებს შეიცავს. ამასთან,  ჭის წყალს ქვიშისა და უხეში მინარევებისაგან ფილტრაცია და დარბილება სჭირდება, რისთვისაც პრეფილტრაცია, UV (ულტრაიისფერი სტერილიზატორი) და წყლის დამარბილებელი სისტემებია რეკომენდებული. 

  1. რამდენი სველი წერტილია სახლში?

წყლის ფილტრის არჩევისას გასათვალისწინებელია სახლში წყლის ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე. მაგალითად, დილით შეიძლება ჩართული გქონდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, პარალელურად ბანაობდეთ და თან ტანსაცმლის სარეცხ მანქანასაც ამუშავებდეთ… ასეთ დროს, რამდენ წერტილში ჩაედინება წყალი? ამის მიხედვით განსაზღვრავთ, რა წარმადობის წყლის ფილტრი გჭირდებათ. 

  1. რამდენი ადამიანი ცხოვრობს სახლში?

საშუალოდ, დღის განმავლობაში რა რაოდენობის წყალს მოიხმართ? ზოგადად, ეს ოჯახის წევრების რაოდენობაზეა დამოკიდებული. წყლის ფილტრი ამის მიხედვით უნდა აირჩიოთ.

  1. რა ნივთიერებებს შეიცავს თქვენი ონკანის წყალი?

წყლის ფილტრის ტიპის სწორად ასარჩევად იმის ცოდნაც გჭირდებათ, თუ რას შეიცავს თქვენი ონკანის წყალი. მაგალითად, თუ წყალში რკინის შემცველობა დიდია, უნდა აირჩიოთ ფილტრი, რომელიც წყალს მძიმე მეტალებისაგან გაწმენდს. თუ წყალი ხისტია, უნდა აირჩიოთ წყლის დამარბილებელი ფილტრი. 

ALT

წყლის დამარბილებელი ფილტრი 1 500 ლ/სთ NWF – DUO – 10

₾3500
დამატება

ALT

წყლის დამარბილებელი ფილტრი 2 100 ლ/სთ NWF – DUO – 14

₾4200
დამატება

ALT

წყლის დამარბილებელი ფილტრი 3 300 ლ/სთ NWF – Clack Simplex 20

₾5000
დამატება

ALT

წყლის დამარბილებელი ფილტრი 2 100 ლ/სთ NWF – COMBO 14 HOOG

₾4500
დამატება

ALT

უკუოსმოსის ღრმა ფილტრაციის 7ეტაპიანი სისტემა – ELITE7G-GP

₾1030
დამატება

ALT

უკუოსმოსის ღრმა ფილტრაციის 7ეტაპიანი სისტემა – ELITE7W-G

₾860
დამატება

ALT

უკუოსმოსის ღრმა ფილტრაციის 7ეტაპიანი სისტემა – ELITE7G-G

₾860
დამატება

ALT

უკუოსმოსის ღრმა ფილტრაციის 5ეტაპიანი სისტემა – RP55139415

₾770
დამატება

ALT

უკუოსმოსის ღრმა ფილტრაციის 6ეტაპიანი სისტემა – RP65139415

₾860
დამატება

ALT

უკუოსმოსის ღრმა ფილტრაციის 7ეტაპიანი სისტემა – RP75139415

₾870
დამატება

გააზიარე