განხორციელებული პროექტი – რესტორანი “შატო გელათი”

წყლის მექანიკური ფილტრაცია და დარბილება რესტორანი შატო გელათი                

გამოწვევა:

რესტორანი წყლის წყაროდ იყენებს ჭაბურღილის წყალს, რომელსაც მოყვებოდა დიდი რაოდენობით ქვიშა და ნალექი, ტექნიკა ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან ნალექის და ნაგროვი ქვიშის გამო. ნალექის გამომწვევი მიზეზი იყო მაღალი სიხისტე.


მოთხოვნა:
ხისტი წყლის დარბილება წყლის მომარაგების სისტემისა და ტექნიკის დაცვა ქვიშა-უხეში მინარევებისაგან.

გადაწყვეტილება:
მოთხოვნილი წყლის რაოდენობისა და წყლის სიხისტის შესაბამისად შეირჩა ჩვენი დამარბილებელი ფილტრი  NWF Simplex 20, რომლის საერთო წარმადობაა 3300 ტონა და 12 მლ.ექვ.ლ  სიხისტიდან აქვს შესაძლებლობა მიიღოს 0 მლ.ექვ.ლ სიხისტე.

ფილტრი ავტომატურად აკეთებს რეგენერაციას იმ მომენტში როდესაც არ ხდება წყლის მოხმარება შესაბამისად, რესტორანს აქვს შეფერხების გარეშე დარბილებული წყალი. რეგენერაცია ხდება ტექნიკური მარილის მეშვეობით.

იმისათვის რომ ფილტრმა შეუფერხებლად იმუშაოს აუცილებელია პრე ფილტრაცია, ჩვენს შემთხვევაში გამოვიყენეთ 2 ცალი 20 ინჩიანი BIG BLU და 1 ცალი 10 ინჩიანი კოლბა  რომლებშიც მოთავსებულია 50 მიკრონიანი მრავალჯერადი  და 5 მიკრონიანი პოლიპროპელენის კარტრიჯი ,  ასევე მესამე ეტაპზე მოთავსებულია ნახშირის ბლოკი. აღნიშნული კარტრიჯები უზრუნველყოფს ქვიშისა და სხვა მცირე ნაწილაკებისაგან სრულ ფილტრაციას.

შედეგი:

ჩვენი სერვის ჯგუფის მუშაობის შედეგად დაყენდა ზემოთ ხსენებული ფილტრები და შესაბამისად დაკმაყოფილდა დამკვეთის მოთხოვნები.

– მთლიან სისტემას მიეწოდება დარბილებული წყალი, რომელიც არ წარმოქმნის ნადებს

–  დამატებით იფილტრება ქვიშისა და სხვა უხეში მინარევებისაგან, რომელიც ასევე უზრუნველყოფს დამარბილებელი ფილტრის ხანგძლივ და შეუფერხებელ მუშაობას.

გააზიარე