წყლის დამრბილებელი ფილტრის მონტაჟი რძის საწარმოში.
გამოწვევა:
კომპანია თავის საქმიანობაში აქტიურად გამოიყენებს ორთქლის წარმომქნელს დანადგარს, როგორც მოგეხსნებათ წყლის თხევადი მდგომარეობიდან აირად გადაყვანისას მასში არსებული მინერალები რჩება აორთქლების ზედაპირზე, რაც ხშირ შემთხვევაში გამაცხელებელი მოწყობილებებისათვის დიდი პრობლემაა. წარმოქმნილი ნადები იწვევს მათ დაზიანებას.
მოთხოვნა: დარბილებული წყლის მიღება რომელიც არ გამოიწვევს ნადებს და შესაბამისად არ დააზიანებს ორთქლის წარმომქნელ დანადგარს.
გადაწყვეტილება: მოთხოვნილი წყლის რაოდენობისა და წყლის სიხისტის შესაბამისად შეირჩა თითოეულ ორთქლის დანადგარისათვისშემდეგი დამარბილებელი ფილტრები:
– ერთი დამარბილებელი ფილტრი NWF DUO 14, რომლის წარმადობაა 1000 ლიტრი საათში და 12 მლ.ექვ.ლ სიხისტიდან აქვს შესაძლებოლბა მიიღოს 0 მლ.ექვ.ლ სიხისტე.
ფილტრები ავტომატურად აკეთებს რეგენერაციას იმ მომენტში როდესაც არ ხდება წყლის მოხმარება შესაბამისად, საწარმოს აქვს შეფერხების გარეშე დარბილებული წყალი. რეგენერაცია ხდება ტექნიკური მარილის მეშვეობით.
იმისათვის რომ ფილტრებმა შეუფერხებლად იმუშაოს აუცილებელია პრეფილტრაცია, ჩვენს შემთხვევაში თითოეული დამარბილებლებისათვის გამოვიყენეთ 2 ცალი 10 ინჩინი კოლბები 50 მიკრონინიანი მრავალჯერადი და 5 მიკრონინია პოლიპროპელენის კარტრიჯით. აღნიშნული კარტრიჯები უზრუნველყოფს ქვიშისა და სხვა მცირე ნაწილაკებისაგან სრულ ფილტრაციას.
შედეგი:
ჩვენი სერვის ჯგუფის მუშაობის შედეგად დაყენადა ზემოთ ხსენებული ფილტრები და შესაბამისად დაკმაყოფილდა დამკვეთის მოთხოვნები.
– მთლიან სისტემას მიეწოდება დარბილებული წყალი, რომელიც არ წარმოქმნის ნადებს
– დამატებით იფილტრება ქვიშისა და სხვა უხეში მიანრევებისაგან, რომელიც ასევე უზრუნველყოფს დამარბილებლი ფილტრის ხანგძლივ და შეუფერხებელ მუშაობას.