წყლის დაბინძურება: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
ბლოგის წაკითხვა რეკომენდებულია ერთი ჭიქა
გამჭვირვალე წყლის სმის თანხლებით
ბრიტანელმა პოეტმა, აუდენმა ერთხელ თქვა : „ათასობით ადამიანი ცხოვრობს უსიყვარულოდ და არც ერთი – წყლის გარეშე“. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, თუ რამდენად გადამწყვეტია წყალი სიცოცხლისთვის, მას მაინც არ ვუფრთხილდებით.
მსოფლიოს ჩამდინარე წყლების დაახლოებით, 80% დაუმუშავებელია და ამავე სახით იკარგება. აბინძურებს მდინარეებს, ტბებსა და ოკეანეებს.
წყლის დაბინძურების ფართოდ გავრცელებული პრობლემა საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. დაბინძრებული წყალი ყოველწლიურად, უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ომი და ძალადობის ყველა სხვა ფორმა ერთად. დღეს, ისეთი განვითარებული ქვეყნის ონკანის წყალშიც კი, როგორიც აშშ-ია ნაპოვნია ყველაზე მომწამვლელი ნივთიერებები, მათ შორის, დარიშხანი, სპილენძი და ტყვია.
…რეალურად არც ისე უიმედო სიტუაციაში ვართ, როგორც ახლა თავს გრძნობთ. ამაზე ქვემოთ მოგიყვებით, მანამდე კი უფრო დეტალურად ავხსნათ, რა არის წყლის დაბინძურება, რა იწვევს მას და როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი.
რა არის წყლის დაბინძურება?
ეს არის პროცესი, როდესაც მავნე ნივთიერებები – ქიმიკატები ან მიკროორგანიზმები – აბინძურებენ წყლის ნაკადს, მდინარეს, ტბასა თუ წყალმცენარეებს. ამით ამცირებენ წყლის ხარისხს და ხდიან მას ტოქსიკურს ადამიანებისა ან გარემოსთვის.
წყლის დაბინძურების მიზეზები
წყალს, რომელიც ცნობილია, როგორც „უნივერსალური გამხსნელი“, აქვს უნარი დაიკავშიროს იმაზე მეტი ნივთიერება, ვიდრე ამას ნებისმიერი სხვა სითხე აკეთებს. ეს არის მიზეზი ბრწყინვალე ლურჯი ჩანჩქერების არსებობისა.
…და ეს არის მიზეზი წყლის მარტივად დაბინძურებისა. ფერმებიდან, ქალაქებიდან და ქარხნებიდან ტოქსიკური ნივთიერებები ადვილად იშლება და ერევა მასში.
წყლის დაბინძურების კატეგორიები
მიწისქვეშა წყლები
ძლიერი წვიმის ნაკადი ღრმად აღწევს დედამიწის ფენებში, ავსებს ბზარებს, ნაპრალებსა და წყალშემცველ ფენებს. ასე წარმოიქმნება მიწისქვეშა წყალი. ზოგიერთი არეალისთვის, მაგალითად სოფლებისთვის, ის სასმელი წყლის ერთადერთი რესურსია.
მიწისქვეშა წყლები ბინძურდება ძალიან მარტივად – პესტიციდებიდან და სასუქებიდან დაწყებული დამთავრებული ნაგავსაყრელებით. ასეთი წყალი ადამიანისთვის სახიფათოა. მიწისქვეშა წყლების სათავეებიდანვე გაწმენდა ძალიან რთული და ძვირია, თუმცა საკუთარ სახლში წყლის ფილტრის დაყენება გაცილებით მარტივი და ბიუჯეტურია. უკუოსმოსის ღრმა ფილტრაციის მემბრანა წყალს ყველა ტიპის ქიმიური დაბინძურებიდან ასუფთავებს.
ზედაპირული წყალი
დედამიწის, დაახლოებით, 70% ზედაპირული წყალია. ესაა წყალი, რომელიც ავსებს ოკეანეებს, ტბებს, მდინარეებს და ყველა სხვა ცისფერ ნაწილს მსოფლიო რუკაზე.
ასეთ წყალს სასმელად მოსახლეობის დიდი ნაწილი იყენებს, თუმცა აშშ-შ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ზედაპირული წყლების დიდი ნაწილი უკვე სასმელად უვარგისია. მისი დაბიძნურების ძირითადი მიზეზები თევზაობა და წყალსატევებში ჩაყრილი ნაგავია. ზომაზე მეტია ნიტრატების და ფოსფატების შემცველობა.
ოკეანის წყალი
ოკეანის დაბინძურების 80% ხმელეთზე მოდის – იქნება ეს სანაპიროზე, თუ წყლიდან მოშრებით. დამაბინძურებლებია: ქიმიკატები, საკვები ნივთიერებები და მძიმე ლითონები, რომლებიც ფერმებიდან, ქარხნებიდან და ქალაქებიდან ნაკადულებითა და მდინარეებით ყურეებსა და შესართავებში ჩაედინება. იქიდან კი ზღვას უერთდება. ხშირია ზღვებში ნავთობის დაღვრისა და გაჟონვის შემთხვევები. ეს ყველაფერი არაა – ოკეანე შთანთქავს ადამიანის მიერ წარმოქმნილი ნახშირბადის ემისიების მეოთხედს.
წყალში ქიმიკატებისა და მინარევების შემცველობის ზრდა წყლის pH-ის ნორმიდან გადახრას იწვევს.
წყლის pH მაღალია, თუ:
მწარე გემო აქვს;
წყლის ნაკადი შემცირებულია;
დუში და ონკანი დაფარულია ქერცლის მსგავსი ნივთიერებით.
გარდა ამ ნიშნებისა, შესაძლოა წყლის ტუტიანობა ან მჟავიანობა სხვა ნიშნებითაც იყოს გამოხატული. წყლის ფილტრი წყლის pH-ის ბალანსირებას ახდენს და ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისგან გიცავთ.
წაიკითხე: რა პრობლემებს იწვევს წყლის pH-ის დარღვევა და როგორ აღვადგინოთ ბალანსი
წყლის დაბინძურების ყველაზე გავრცელებული სახეები
აგროკულტურა
სოფლის მეურნეობის სექტორი არა მხოლოდ მტკნარი წყლის რესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია (დედამიწის ზედაპირული წყლის მარაგის დაახლოებით 70%-ს იყენებს), არამედ ის წყლის სერიოზული დამაბინძურებელია. მთელ მსოფლიოში, სოფლის მეურნეობა წყლის დეგრადაციის წამყვანი მიზეზია. ყოველ ჯერზე, როცა წვიმს, სასუქები, პესტიციდები და ცხოველური ნარჩენები ფერმებიდან საკვებ ნივთიერებებს და პათოგენებს (როგორიცაა ბაქტერიები და ვირუსები), ჩვენს წყალსატევებში რეცხავს. ჭარბი აზოტი და ფოსფორი წყლის ხარისხის ნომერ პირველი საფრთხეა.
თუ ონკანის წყალი დიდი ოდენობით კალციუმსა და მაგნიუმს შეიცავს, ის ხისტია. ასეთი წყალი არაერთი პრობლემის მიზეზი ხდება, მათ შორისაა: მილების გაჭედვა, ნიჟარაზე წყლის ლაქების დატოვება, გამაცხელებლის ცუდად მუშაობა, სარეცხი საშუალებების ნაკლებხსნადობა, ბანაობის შემდეგ წებოვანი თმები, უცნაური შეგრძნება სხეულზე და ა.შ.
წაიკითხე: როგორ დავარბილოთ ხისტი წყალი
კანალიზაცია და ჩამდინარე წყლები
უკვე გამოყენებული წყალი არის ჩამდინარე წყალი. ის წყალსატევებში ჩვენი ნიჟარებიდან, საშხაპეებიდან, ტუალეტებიდან ჩაედინება. ყოველი სამრეწველო საქმიანობისას გამოყენებული წყალიც ამ ნაკადს უერთდება.
გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს ჩამდინარე წყლების 80%-ზე მეტი გარემოში დამუშავების გარეშე ბრუნდება. მათივე ინფორმაციით, ზოგიერთ ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 95%-ს აღწევს.
ნავთობი
1 მილიონი ტონა ნავთობის თითქმის ნახევარი, რომელიც ყოველწლიურად აღწევს ზღვებსა თუ ოკეანეებში, მოდის არა ტანკერების დაღვრაზე, არამედ ხმელეთიდან გადინებაზე. წყალში დიდი ოდენობით ნავთობი სწორედ ქარხნებიდან, ფერმებიდან და ქალაქებიდან ხვდება.
რადიოაქტიური ნივთიერებები
წარმოიქმნება ურანის მოპოვებით, ატომურ ელექტროსადგურებში, სამხედრო იარაღის წარმოებითა და ტესტირებით, ასევე უნივერსიტეტებსა თუ საავადმყოფოებში, რადიოაქტიური მასალების კვლევის დროს.
რადიოაქტიური ნარჩენები შეიძლება გარემოში ათასობით წლის განმავლობაში შენარჩუნდეს.
რა გავლენას ახდენს დაბინძრებული წყალი ჯანმრთელობაზე
პირდაპირ რომ ვთქვათ: წყლის დაბინძურება კლავს. The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2015 წელს, 1,8 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ყოველწლიურად, ასეთი წყლით დაახლოებით, 1 მილიარდი ადამიანი ავადდება.
პათოგენები, ბაქტერიები და ვირუსები წყლის დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია.
წყლით გამოწვეული დაავადებებია:
ქოლერა,
ჯიარდია
ტიფი და ა.შ.
დაბინძურებული წყალი ქიმიური დამაბინძურებლების ფართო სპექტრს მოიცავს – მძიმე ლითონები (როგორიცაა დარიშხანი და ვერცხლისწყალი), პესტიციდები, ნიტრატი სასუქები. ამ ტოქსინებმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა, დაწყებული კიბოდან ჰორმონების დარღვევამდე და ტვინის ფუნქციის შეცვლამდე. განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან ბავშვები და ორსული ქალები.
როგორ დავიცვათ თავი წყლით დაავადებისგან?
შეიძლება ფიქრობთ, რომ გამოსავალი სასმელი წყლის ყიდვაშია, თუმცა დაბინძურებული წყალი მხოლოდ „სასმელად უვარგისს“ როდი ნიშნავს. მისი გამოყენება ისეთივე საშიშია საკვების მოსამზადებლად ან სარეცხად, როგორც დალევა.
მაგალითად, ცურვასაც კი შეუძლია საფრთხის შექმნა. EPA-ს მონაცემებით, ყოველწლიურად 3,5 მილიონი ამერიკელი ცურვის მოყვარული კანის გამონაყარით, ვარდისფერი თვალებით, რესპირატორული ინფექციებითა და ჰეპატიტით იტანჯება.
დღეს, წყლის ფილტრები ყოველდღიურობაში სუფთა წყლის ერთადერთი „წყაროა“. ის არამხოლოდ გაწმენდს წყალს, არამედ გააუმჯობესებს მის გემოსა თუ სუნს და დაგიცავთ საშიში დაავადებებისგან.
წაიკითხე: 5 ნაბიჯი წყლის ფილტრის შესარჩევად
გააზიარე