
ერთი შეხედვით, სასმელი წყლის ფილტრის არჩევა რთული ამოცანაა. ამ 5 შეკითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, კი ზუსტად გეცოდინებათ, როგორი წყლის ფილტრი გჭირდებათ:
თუ მხოლოდ სასმელი წყლის გაფილტვრა გსურთ, წყლის ფილტრი სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ დააყენეთ, ამ შემთხვევაში უკუოსმოსის ფილტრაციის სისტემას გირჩევთ, რომელიც თქვენი ონკანის წყლის სუნსა და გემოს ბევრად უფრო უკეთესს გახდის და მისი ხარისხი ბოთლირებულ წყალს არათუ არ ჩამოუვარდება, შესაძლოა უკეთესიც იყოს.
საუკეთესო ვარიანტია, თუ წყლის ფილტრი ცენტრალურ მილზე განთავსდება. კომბინირებული ფილტრაციით შესაძლებელია: წყლის სიხისტის შემცირება + UV (ულტრაიისფერი სტერილიზატორი) წყლის ფილტრაცია, ვირუსებისა და ბაქტერიების მოსაშორებლად და უკუოსმოსის ფილტრის სისტემა, სასმელი წყლისთვის. აღნიშნული კომბინაცია რეკომენდებულია, როცა წყლის წყაროდ ჭის წყალია გამოყენებული.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი წყალმომარაგების სისტემების გასაწმენდად ქლორს იყენებენ ( თავის მხრივ, ადამიანისთვისაც შესაძლოა, ესეც მავნებელი იყოს), ონკანის წყალს მაინც უამრავი დამაბინძურებელი ნივთიერება მოყვება, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშია.
ჭის წყალს სხვა პრობლემები აქვს. კვლევების თანახმად, ხშირად ის E. coli-ს და/ან კოლიფორმულ ბაქტერიებს შეიცავს. ამასთან, ჭის წყალს ქვიშისა და უხეში მინარევებისაგან ფილტრაცია და დარბილება სჭირდება, რისთვისაც პრეფილტრაცია, UV (ულტრაიისფერი სტერილიზატორი) და წყლის დამარბილებელი სისტემებია რეკომენდებული.
წყლის ფილტრის არჩევისას გასათვალისწინებელია სახლში წყლის ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე. მაგალითად, დილით შეიძლება ჩართული გქონდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, პარალელურად ბანაობდეთ და თან ტანსაცმლის სარეცხ მანქანასაც ამუშავებდეთ… ასეთ დროს, რამდენ წერტილში ჩაედინება წყალი? ამის მიხედვით განსაზღვრავთ, რა წარმადობის წყლის ფილტრი გჭირდებათ.
საშუალოდ, დღის განმავლობაში რა რაოდენობის წყალს მოიხმართ? ზოგადად, ეს ოჯახის წევრების რაოდენობაზეა დამოკიდებული. წყლის ფილტრი ამის მიხედვით უნდა აირჩიოთ.
წყლის ფილტრის ტიპის სწორად ასარჩევად იმის ცოდნაც გჭირდებათ, თუ რას შეიცავს თქვენი ონკანის წყალი. მაგალითად, თუ წყალში რკინის შემცველობა დიდია, უნდა აირჩიოთ ფილტრი, რომელიც წყალს მძიმე მეტალებისაგან გაწმენდს. თუ წყალი ხისტია, უნდა აირჩიოთ წყლის დამარბილებელი ფილტრი.