განხორციელებული პროექტი – სათიჭალა

წყლის სრული ფილტრის სისტემის მონტაჟი სათიჭალის მევენახეობაში

გამოწვევა:

ყურძნის შესანახად იყენებენ სპეციალიზირებულ მაცივარს, რომელიც წყლის წვრილი ჭავლით ატენიანებს ყურძენს და ოპტიმალური ტემპერატურის მეშოვეობით უზრულვყოფს დიდხანს შენახვას, პირვანდელი ვიზუალისა და გემოს შენარჩუნებით. მაცივრის გამართულად მუშაობისათვის აუცილებელია დარბილებული წყალი, რომ არ მოხდეს სისტემაში ნადების წარმოქმნა და საბოლოოდ მისი მწყობრიდან გამოყვანა.

მოთხოვნა:
ჭაბურღილის წყლის მექანიკური ფილტრაცია და დარბილება.

გადაწყვეტილება:
მოთხოვნის შესაბამისად გადაწყდა დაგვემოტაჟებინა  2 ცალი 10 ინჩიანი  კოლბები. პირველ კოლბაში მოვათავსეთ 50 მიკრონიანი მრავლჯერადი ნეილონის კარტრიჯი, მეორე კოლბაში კი 5 მიკრონიანი პოლიპროპელენის კატრიჯი. აღნიშნული ფილტრები უზრუნველყოფენ ქვიშისა და ნალექის უწვრილესი ნაწილაკებისაგან გაფილტრვას.

წყლის დასარბილებლად გამოვიყენეთ MWG AWS28C – რომლის წარმადობა არის 1500 ლიტრი საათში და ურზუნველყოფს მაღალის სიხისტის წყლის დარბილებას. ფილტრი ავტომატურია და პერიოდულობით ახდენს თვითრეცხვას ტექნიკური მარილის მეშვეობით. მარილით რეცხვა უზრუნველყოფს მასში მოთავსებული რეგენტის რეგენერაციას. მომსახურება ჭირდება პერიოდულად ტექნიკური მარილის ჩაყრის სახით.

თანამშრომლებისთვის იდეალური სასმელი წლის მისაღებად კი სასადილოში დავამონტაჟეთ 1 ცალი 7 ეტაპიანი უკუ ოსმოსის სისტემა – AQUAFILTER RX75 მიღებული წყალი გამოიყენება არამარტო სასმელად არამედ საკვების მოსამზადებლად.

შედეგი:

ჩვენი სერვის ჯგუფის მუშაობის შედეგად დაყენდა ზემოთ ხსენებული ფილტრები და შესაბამისად დაკმაყოფილდა დამკვეთის მოთხოვნები.

– მთლიან სისტემას მიეწოდება დარბილებული წყალი, რომელიც არ წარმოქმნის ნადებს

–  დამატებით იფილტრება ქვიშისა და სხვა უხეში მინარევებისაგან, რომელიც ასევე უზრუნველყოფს დამარბილებელი ფილტრის ხანგძლივ და შეუფერხებელ მუშაობას.

– თანამშრომლებისათვის ხელმისაწვდომია იდეალურად სუფთა წყალი.

გააზიარე