განხორციელებული პროექტი – კერძო სახლი სოფელ სვირში

წყლის მექანიკური ფილტრაცია და დარბილება კერძო სახლში             

გამოწვევა:

კერძო სახლი წყლის წყაროდ იყენებს სოფლის მიერ ინდივიდუალურად მოწყობილ წყლის რეზერვუარს, რომელშიც წყალი გროვდება მთის და წყაროს წყლებიდან.  მომხმარებლი ჩიოდა რომ წყალს პერიოდულად მოყვებოდა ქვიშა, იყო ამღვრეული წვიმების შემდე.


მოთხოვნა:
ხისტი წყლის დარბილება წყლის მომარაგების სისტემისა და ტექნიკის დაცვა ქვიშა-უხეში მინარევებისაგან.

გადაწყვეტილება:
მოთხოვნილი წყლის რაოდენობისა და წყლის სიხისტის შესაბამისად შეირჩა ჩვენი დამარბილებელი ფილტრი  NWF DUO 10, რომლის საერთო წარმადობაა 1500 ტონა და 12 მლ.ექვ.ლ  სიხისტიდან აქვს შესაძლებლობა მიიღოს 0 მლ.ექვ.ლ სიხისტე.

ფილტრი ავტომატურად აკეთებს რეგენერაციას იმ მომენტში როდესაც არ ხდება წყლის მოხმარება შესაბამისად, აქვს აქვს შეფერხების გარეშე დარბილებული წყალი. რეგენერაცია ხდება ტექნიკური მარილის მეშვეობით.
იხილეთ ვიდეო.

იმისათვის რომ თავად დამარბილებელი დავიცვათ უხეში მინარევებისაგან და ასევე მთლიანი სისტემაც დავიცვათ გადაწყდა დამონტაჟებულიყო ფილტრაციის შემდეგი კომბინაცია;

1. 10 ინჩიანი თვითმცვლელი კოლბა 50 მიკრონიანი ნეილონის კარტრიჯი;
2. 10 ინჩინი კოლბა 5 მიკრონიანი  პოლიპროპელენის კარტრიჯით
3. 10 ინიჩიანი BIG BLUE მაღალი წარმადობის კოლბა ნახშირის ბლოკის კარტრიჯით, რომელიც უზრუნველყოფს ორგანული მიანრევებისგან  ფილტრაციას

3 ეტაპიანი პრეფილტრაციის შემდეგ გადის წყალი დამარბილებლ ფილტრში და ბოლო ეტაპზე მომხმარებლის სურვილით დავამოტაჟეთ 10 ინჩიანი კოლბა 1 მიკრონიანი პოლიპროპელენის კარტრიჯით, რომელიც უზრუნველყოფს უმცირესი ნაწილაკებისაგან გაფილტრვას.

შედეგი:

ჩვენი სერვის ჯგუფის მუშაობის შედეგად დაყენდა ზემოთ ხსენებული ფილტრები და შესაბამისად დაკმაყოფილდა დამკვეთის მოთხოვნები.

– მთლიან სისტემას მიეწოდება დარბილებული წყალი, რომელიც არ წარმოქმნის ნადებს

–  დამატებით იფილტრება ქვიშისა და სხვა უხეში მინარევებისაგან, რომელიც ასევე უზრუნველყოფს დამარბილებელი ფილტრის ხანგძლივ და შეუფერხებელ მუშაობას.

გააზიარე