როგორ უნდა დავლიოთ წყალი სწორად?

წყალი ბოთლიდან დავლიოთ თუ ჭიქიდან?

ბოთლის წყალი გვიბიძგებს ის ერთი ამოსუნთქვით, შეუჩერებლად დავლიოთ. ამ დროს, წყურვილს მალე ვიკლავთ და მასა ერთიანად აწვება ორგანოებს, სხეული იტბორება. ეს დატვირთვას ზრდის. ამასთან, შესაძლოა, ბოთლით ნაკლებ წყალს ვსვამდეთ, ვიდრე ჭიქით დავლევდით. ამ შემთხვევაში, სხეული თანაბრად ტენიანდება წყლით. 

წყალი მჯდომარემ დავლიოთ თუ ფეხზე მდგომმა?

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, იმისა, თუ რომელია ამ ორიდან სწორი, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მოსაზრება, თითქოსდა ფეხზე დგომის დროს წყლის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს ართრიტი და სხვა დაავადებები, მითია. თუმცა, მაინც რეკომენდებულია დაჯდომა. პოზა სხეულის მიერ წყლის ათვისებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როდესაც ვდგავართ ან დავდივართ, სისხლის ნაკადი მიმართულია ხელებისა და ფეხებისკენ, რაც წყალს საჭმლის მომნელებელ სისტემამდე სწორად მიღწევაში უშლის ხელს. 

ყოველთვის უპასუხეთ წყურვილის შეგრძნებას

ნუ დააიგნორებთ წყურვილს. ვარჯიშის შემდეგ აუცილებელია ოთახის ტემპერატურის წყალი მიიღოთ, რათა არ მოხდეს სხეულის გამოშრობა და გამოფიტვა. გაითვალისწინეთ, რომ სხეულის დეჰიდრატაცია ხდება შეუმჩნევლად და თან დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს. 

წაიკითხეთ: დეჰიდრატაციის ნიშნები და თავიდან აცილების გზა

საუკეთესო დრო წყლის დალევისთვის

დღეში, ადამიანმა საშუალოდ, 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოს, მაგრამ როდის? აქვს მნიშვნელობა დღის რომელ მონაქკვეთში დავლევთ? ცხადია, აქვს:

1. გაღვიძებისთანავე დალიეთ 1-2 ჭიქა წყალი

შესაძლოა, ყავა უზმოზე ბევრად უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურება, თუმცა წყალი ბევრად უფრო სასარგებლოა. იმის გათვალისწინებით, რომ ძილის წინ წყალს არ ვსვამთ, დილით ორგანიზმი დეჰიდრატირებულია. წყალს კი მაცოცხლებელი ეფექტი აქვს. 

ეს ბევრად უკეთესია, თუ დილით მედიკამენტებს იღებთ. 

2.დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ჭამის წინ 

კოპმანია Melissa Mitri Nutrition-ის მფლობელი, მელისა მიტრი ამბობს, რომ წყალი წონის კლებაშიც შეიძლება დაგვეხმაროს: „ჭამამდე ერთი ჭიქა წყლის დალევა შიმშილის განცდას შეგიმსუბუქებთ და უფრო ცოტა საკვების მიღბისკენ გიბიძგებთ“, – ამბობს ის. მართლაც, მცირე კვლევამ აჩვენა, რომ ჭამის წინ წყლის დალევა ეხმარება მამაკაცებსა და ქალებს ნაკლები ჭამონ და ისევე დანაყრებულად იგრძნონ თავი, როგორც ისინი, ვინც წყლის დალევის ნაცვლად მეტ ულუფას მიირთმევს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Clinical Nutrition Research-ის 2018 წლის, ოქტომბრის ნომერში. 

კიდევ ერთი კვლევის შესახებ ვკითხულობთ ჟურნალ European Journal of Nutrition-ის 2019 წლის იანვრის ნომერში. მამაკაცებზე ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებს, რომლებიც სვამდნენ ორ ჭიქა ყინულიან წყალს ნაკლებ საკვებს ჭამდნენ იმ ჯგუფებთან შედარებით, რომლებიც სვამდნენ თბილ ან ცხელ წყალს. კვლევის მიხედვით, სიცივე ანელებს საჭმლის მონელებას და ამცირებს მადას. 

3. დალიეთ შუადღით, ენერგიის აღსადგენად

დაახლოებით, 15:00 საათზე ენერგიის დაღმასვლა იწყება. სანამ ყავას დალევთ, ორგანიზმს მცირედი წყლით დაეხმარეთ. მხოლოდ კოფეინი დეჰიდრატაციისგან ვერ დაგიცავთ. მეტიც – ის თავად ხდება დეჰიდრატაციის მიზეზი. 

ჟურნალ Nutrients-ში 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, დაღლილობის გარდა, დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს ბრაზი, მტრობა, დაბნეულობა და დეპრესია. ამრიგად, წყლის სმის ჩვევად გადაქცევა დაგეხმარებათ ენერგიისა და განწყობის სტაბილურობის შენარჩუნებაში.

4. დალიეთ წყალი თავის ტკივილის დროს

„თავის ტკივილი შეიძლება იყოს დეჰიდრატაციის სიმპტომი“ – აცხადებს თავის ტკივილის ეროვნული ფონდი. „უფრო მეტიც, მას შეუძლია გამოიწვიოს შაკიკის შეტევები. შაკიკით დაავადებულთათვის, წყლის მოხმარების გაზრდამ შეიძლება, ხელი შეუწყოს შაკიკის სიმძიმის, სიხშირისა და ხანგრძლივობის შემცირებას“, – აღნიშნულის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს ვკითხულობთ ჟურნალ Clinical Neuroscience-ის 2020 წლის ივლისის ნომერში. 

5. დაიწყეთ წყლის სმა ვარჯიშამდე რამდენიმე დღით ადრე 

ვარჯიშისთვის სხეულის მომზადება ორი დღით ადრე უნდა დაიწყოთ, რათა თვაიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია. ვარჯიშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე წყლის მიღმა რეკომენდებულია არაა. ეს შებერილობასა და სხვა დისკომფორტს გამოიწვევს. 

კიდევ ორი შემთხვევა, როცა წყალი საერთოდ არ უნდა დალიოთ 

1. არ დალიოთ წყალი დაძინებამდე 3-4 საათით ადრე 

თუ მშვიდად ძილი გინდათ, დამიჯერეთ, ძილის წინ წყლის დალევა ცუდი გადაწყვეტილებაა. ამით დღის დანაკლისს ვერ შეივსებთ და თან, უძილობაც გარანტირებული გაქვთ. 

2. არ დალიოთ წყალი, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ის სუფთაა

შესაძლოა, დაბინძურება სულაც არაა თვალშისაცემი, მაგრამ თუ ეჭვი გაქვთ, რომ წყალი არ მოგეწოდებათ სანდო წყაროდან, მას ნუ დალევთ. მით უმეტეს, დღეში 2-3 ლიტრს. ეს თქვენს ჯანმრთელობას ყველა იმ ზიანს მოუტანს, რაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. დაწყებული თმის გამოშრობიდან, აკნემდე და კუჭ-ნაწლავის პრობლემებამდე.

სახლში, სუფთა წყლის მიღების საუკეთესო გზა დოქი ფილტრია , რომელიც თქვენს სამზარეულოში სასმელად უვარგის, დაბინძურებულ წყალს, წყაროს წყალივით სუფთას გახდის. 

გზად სატარებლად კი შეგიძლიათ ფილტრიანი ბოთლი გამოიყენოთ, რომელიც თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ხარჯს. 

გრძელვადიან პერსპექტივაში, გამოსავალი მთელი სახლის წყლის ფილტრაციის სისტემით აღჭურვაშია. ის შლის ქლორს და წყალს ნებისმიერი დაბინძურებისგან ასუფთავებს.

წაიკითხეთ: კიბო, აკნე და დაქლორილი წყლით გამოწვეული სხვა საშიშროებები – როგორ ავიცილოთ თავიდან რისკი?

წყარო: economictimes.indiatimes.com

             everydayhealth.com

             timesnownews.com

გააზიარე