შესრულებული წყლის ფილტრაციის პროექტი საკვები ზეთის საწარმოში

დამკვეთის მოთხოვნა იყო წყლის დარბილება, დანადგარების ნადებისაგან დასაცავად და საწარმოო პროცესისის ოპტიმიზაციისათვის.დავალების შესასრულებლად ჩვენმა სერვის ჯგუფმა განახორციელა, დამარბილებილი ფილტრის მონტაჟი,რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ რეჟიმში დარბილებული წყლის მიწოდებას. დამარბილებელ ფილტრამდე წყალი გადის პრეფილტრაციას და უხეში მინარევებისაგან იფილტრება 2 ეტაპად: 1) პირველ ეტაპზე წყალი გადის 50 მიკრონიან მრალჯერად ნეილონის კარტრიჯში, რომელიც მოთავსებულია თვითმცლელ კოლბაში.2) მეორე ეტაპზე წყალი იფილტრება 20 ინჩიან “BIG BLUE” კოლბის მეშვეობით რომელშიც მოთავსებულია 5 მიკრონიანი პოლიპროპელენის კარტრიჯი, უმცირესი ნაწილაკების დასაჭერად.

გააზიარე