განხორციელებული პროექტი-ავტოსამრეცხაო

 

წყლის დამარბილებელი ფილტრის მონტაჟი ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოზე

გამოწვევა:

ხისტი წყლის დარბილება. ყველასთვის ნაცნობი პრობლემაა ლაქები ავტომობილის გარეცხვის შემდეგ, სწორედ ამ პრობლემით მოგვმართა დამკვეთმა, რადგან მათ მიერ გამოყენებულ წყალში ჩველებრივზე მეტ კალციუმ და მაგნიუმს შეიცავდა. მოგეხსენებათ კაცლიუმი და მაგნიუმი მთავარი მინერალებია რომლებიც წარმოქმნიან სიხისტეს.


მოთხოვნა:
დარბილებული წყლის მიღება რომელიც არ გამოიწვევს ნადებს მანქანის ზედაპირზე.

How to Remove Water Spots from Your Car | Gold Eagle Co.

გადაწყვეტილება:
მოთხოვნილი წყლის რაოდენობისა და წყლის სიხისტის შესაბამისად შეირჩა ჩვენი 2 დამარბილებელი ფილტრი  NWF Smplex 20 Dubl, რომელთა საერთო წარმადობაა 6 600 ტონა და 12 მლ.ექვ.ლ  სიხისტიდან აქვს შესაძლებოლბა მიიღოს 0 მლ.ექვ.ლ სიხისტე.

ფილტრი ავტომატურად აკეთებს რეგენერაციას იმ მომენტში როდესაც არ ხდება წყლის მოხმარება შესაბამისად ავტო სამრეცხაოს აქვს შეფერხების გარეშე დარბილებული წყალი. რეგენერაცია ხდება ტექნიკური მარილის მეშვეობით.
იხილეთ ვიდეო.

იმისათვის რომ ფილტრმა შეუფერხებლად იმუშაოს აუცილებელია პრეფილტრაცია, ჩვენს შემთხვევაში გამოვიყენეთ 20 ინჩიანი ბიგ ბლუ-ს კოლბა და 5 მიკრონინია პოლიპროპელენის კარტრიჯი, აღნიშნული კარტრიჯი უზრუნველყოფს ქვიშისა და სხვა მცირე ნაწილაკებისაგან სრულ ფილტრაციას.

შედეგი:

ჩვენი სერვის ჯგუფის მუშაობის შედეგად დაყენადა ზემოთ ხსენებული ფილტრები და შესაბამისად დაკმაყოფილდა დამკვეთის მოთხოვნები.

– მთლიან სისტემას მიეწოდება დარბილებული წყალი, რომელიც არ წარმოქმნის ნადებს

–  დამატებით იფილტრება ქვიშისა და სხვა უხეში მიანრევებისაგან, რომელიც ასევე უზრუნველყოფს დამარბილებლი ფილტრის ხანგძლივ და შეუფერხებელ მუშაობას.

გააზიარე