განხორციელებული პროექტი – ტიფლისტექსტილი

წყლის დამრბილებელი ფილტრის მონტაჟი ტიფლისტექსტილში.

გამოწვევა:
კომპანია თავის საქმიანობაში აქტიურად გამოიყენებს ორთქლის წარმომქნელს დანადგარს, როგორც მოგეხსნებათ წყლის თხევადი მდგომარეობიდან აირად გადაყვანისას მასში არსებული მინერალები რჩება აორთქლების ზედაპირზე, რაც ხშირ შემთხვევაში გამაცხელებელი მოწყობილებებისათვის დიდი პრობლემაა. წარმოქმნილი ნადები იწვევს მათ დაზიანებას.


მოთხოვნა:
დარბილებული წყლის მიღება რომელიც არ გამოიწვევს ნადებს და შესაბამისად არ დააზიანებს ორთქლის წარმომქნელ დანადგარს.

გადაწყვეტილება:
მოთხოვნილი წყლის რაოდენობისა და წყლის სიხისტის შესაბამისად შეირჩა ჩვენი ერთ-ერთი დამარბილებელი ფილტრი NWF DUO 14, რომლის წარმადობაა 1500 ტონა და 12 მლ.ექვ.ლ  სიხისტიდან აქვს შესაძლებოლბა მიიღოს 0 მლ.ექვ.ლ სიხისტე.

ფილტრი ავტომატურად აკეთებს რეგენერაციას იმ მომენტში როდესაც არ ხდება წყლის მოხმარება შესაბამისად, საწარმოს აქვს შეფერხების გარეშე დარბილებული წყალი. რეგენერაცია ხდება ტექნიკური მარილის მეშვეობით.
იხილეთ ვიდეო

იმისათვის რომ ფილტრმა შეუფერხებლად იმუშაოს აუცილებელია პრეფილტრაცია, ჩვენს შემთხვევაში გამოვიყენეთ 10 ინჩია ბიგ ბლუ-ს კოლბა და 5 მიკრონინია პოლიპროპელენის კარტრიჯი, აღნიშნული კარტრიჯი უზრუნველყოფს ქვიშისა და სხვა მცირე ნაწილაკებისაგან სრულ ფილტრაციას.

შედეგი:


ჩვენი სერვის ჯგუფის მუშაობის შედეგად დაყენადა ზემოთ ხსენებული ფილტრები და შესაბამისად დაკმაყოფილდა დამკვეთის მოთხოვნები.

– მთლიან სისტემას მიეწოდება დარბილებული წყალი, რომელიც არ წარმოქმნის ნადებს

–  დამატებით იფილტრება ქვიშისა და სხვა უხეში მიანრევებისაგან, რომელიც ასევე უზრუნველყოფს დამარბილებლი ფილტრის ხანგძლივ და შეუფერხებელ მუშაობას.

გააზიარე