დეჰიდრატაციის ნიშნები და თავიდან აცილების გზა
და აი, ისიც, გაზაფხული თავისი ენერგეტიკით უკვე აქაა. მზიანი დღეების და მშვიდი საღამოების გარეთ გატარებას არაფერი სჯობია, თუმცა დეჰიდრატაციის საფრთხეც უნდა გაითვალისწინოთ. ამ ბლოგში მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც გაუწყლოების შესახებ უნდა იცოდეთ და გასწავლით, როგორ აირიდოთ ის თავიდან.
რა არის დეჰიდრატაცია – დეჰიდრატაციის გამომწვევი მიზეზები
დეჰიდრატაცია ხდება მაშინ, როდესაც თქვენი სხეული კარგავს ძალიან ბევრ წყალს, სანაცვლოდ კი წყლით არ მარაგდება.
ამის მიზეზი შეიძლება გახდეს:
- ოფლიანობა ან ზედმეტი ვარჯიში, განსაკუთრებით ცხელ ამინდში
- ავადმყოფობა – დიარეა, ღებინება,
- საკმარისი ოდენობის წყლის არმიღება
დეჰიდრატაციამ შესაძლოა ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმის დაასუსტოს, თუმცა განსაკუთღებული რისკის ქვეში ჩვილები და ხანდაზმულები არიან. აგრეთვე, რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან ისინი, ვინც ღია ცის ქვეშ მუშაობასა თუ ვარჯიშში დიდ დროს ატარებენ, წყალს კი არ სვამენ.
დეჰიდრატაციის სიმპტომები ჩვილებში
- პირის სიმშრალე
- ტირილის დროს ცრემლის არქონა
- სამი საათის განმავლობაში მშრალი საფენები
- ჩაცვენილი თვალები და ლოყები
- მოუსვენრობა/გაღიზიანებადობა
დეჰიდრატაციის სიმპტომები ზრდასრულებში
- პირის სიმშრალე
- წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება
- შარდის ნაკლებობა
უყურადღებობის შემთხვევაში, სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს, რაც იწვევს:
- საერთო სისუსტეს
- თავბრუსხვევას
- დაბნეულობას და ა.შ.
რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?
თუ პაციენტს:
- აქვს დიარეა 24 საათის ან მეტი ხნის განმავლობაში
- არის გაღიზიანებული ან დეზორიენტირებული და ჩვეულებრივზე მეტად ეძინება ან არის მოდუნებული
- არ შეუძლია სითხის შეკავება
- აქვს სისხლიანი ან შავი განავალი
პირველადი დახმარება დეჰიდრატაციის დროს
თუ ფიქრობთ, რომ თქვენ (ან თქვენ ირგვლივ მყოფს გაუწყლოება აქვს), პირველ რიგში უნდა შეწყვიტოთ აქტივობა. მოკალათდეთ ჩრდილში და ზედმეტი სამოსი მოიშორეთ. რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ, დალიეთ სუფთა წყალი.
ჩვილის შემთხვევაში, გაზარდეთ ძუძუთი კვების ინტენსივობა. მცირეწლოვანი ბავშვებს მოუწოდეთ სვან რაც შეიძლება მეტი წყალი.
თუ სიმპტომები გაუარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
როგორ ავიცილოთ თავიდან დეჰიდრატაცია?
იმისთვის, რომ ზაფხულის ფერადი დღეები ჯანმრთელობის პრობლემებით არ დაიმძიმოთ, მოერიდეთ ცილოვან დიეტას, ალკოჰოლს და უბრალოდ სვით რაც შეიძლება მეტი წყალი. რაც მთავარია, წყალი უნდა იყოს სუფთა.
გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში რეკომენდებულია საშუალოდ ორი ლიტრი წყლის დალევა. წარმოიდგინეთ, რა რისკის წინაშე აყენებთ ორგანიზმს, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ სითხე, რომელსაც დიდი რაოდენობით სვამთ, არ შეიცავს ორგანიზმისთვის საშიშ ნივთიერებებს. ყოველდღურად 2 ლიტრი დაბინძურებული წყალი იმაზე მეტი პრობლემის წინაშე დაგაყენებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
სახლში, სუფთა წყლის მიღების საუკეთესო გზა დოქი ფილტრია, რომელიც თქვენს სამზარეულოში სასმელად უვარგის, დაბინძურებულ წყალს, წყაროს წყალივით სუფთას გახდის.
გზად სატარებლად კი შეგიძლია ფილტრიანი ბოთლი გამოიყენოთ, რომელიც თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ხარჯებს და მუდმივად სუფთა წყლით მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს.
გრძელვადიან პერსპექტივაში, გამოსავალი მთელი სახლის წყლის ფილტრაციის სისტემით აღჭურვაშია, რომელიც შლის ქლორს და წყლას ასუფთავებს ნებისმიერი დაბინძურებისგან.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dehydration/symptoms-causes/syc-20354086
https://www.healthpartners.com/blog/have-the-coolest-spring-break-by-staying-hydrated/
https://www.multicare.org/vitals/stay-hydrated-in-the-spring-and-summer-heat/
გააზიარე