6 საშიში დაავადება, რომელიც ძაღლს წყლისგან შეიძლება გაუჩნდეს

თუ საყვარელი ცხოველის სიკვდილის შიში ერთხელ მაინც განგიცდიათ, დარწმუნებული ვარ, ამ ბლოგს დიდი ყურადღებით წაიკითხავთ. ალბათ, უკვე იცით, რამდენად ფაქიზია მისი ორგანიზმი. ძაღლის ჯანმრთელობას საფრთხე შესაძლოა, ერთი შეხედვით ისეთმა უბრალო რამემაც შეუქმნას, როგორიც წყლის დალევაა. 

არსებობს მრავალი დაავადება, რაც წყალმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორისაა:

  • მეგაეზოგაფი – საყლაპავის დისფუნქცია
  • ბაქტერიით გამოწვეული დაავადებები
  • ლურჯ-მწვანე დამაბინძურებლების გავლენა ორგანიზმზე
  • ჯიარდია
  • კუჭ-ნაწლავის ბლოკირება
  • ლეპტოსპიროზი

მეგაეზოფაგი 

მეგაეზოფაგია შესაძლოა, გამოიწვიოს უცხო სხეულის საყლაპავში მოხვედრამ. მიზეზი ხშირად, დაბინძურებული წყალია. 

ამ დროს, კუნთები სუსტდება და საყლაპავი ჩვეულებისამებრ ვეღარ იკუმშება, რის გამოც წყალი და საკვები ყელში გროვდება. საყლაპავში ჩარჩენილმა საკვებმა და წყალმა შეიძლება, თქვენი ძაღლის ორგანიზმის ასპირაცია გამოიწვიოს . ეს კი საბოლოოდ, პნევმონიის მიზეზად იქცევა. 

ბაქტერიები

შესაძლოა, თქვენი ძაღლის ჯამი სუფთად გამოიყურება, მაგრამ ის არაერთი ბაქსტერიითაა დაბინძურებული. მით უფრო, თუ ღია ცის ქვეშ დგას. განსაკუთრებით საშიშია, თუ ძაღლს ჯამი საერთოდ არ აქვს და წყალს ავზიდან სვამს. ასეთი წყალი სალმონელათი, კამპილობაქტერითა და ლეპტოსპირებით შეიძლება იყოს სავსე. მათი ორგანიზმში მოხვედრა ფატალურად სრულდება. . 

ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები

აუზებში ყველა სახის მავნე ტოქსინი და დამაბინძურებელი გვხვდება, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ძაღლს. მაგალითად, სასუქების ჩამონადენი, რომლებიც ახლომდებარე სახნავ-სათეს მიწებზე გამოიყენეს. კიდევ ერთი საშიში ფაქტორი არის წყალში ტოქსიკური ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების დიდი რაოდენობა, რაც ცხოველის მოწამვლას იწვევს. 

პარაზიტები

პროტოზოები, როგორიცაა ჯიარდია და კრიპტოსპორიდიუმი, ცხოვრობენ სხვადასხვა შინაური და გარეული ცხოველების ნაწლავებში. ინფექციური (გადამდები) ფორმები გამოიყოფა განავალში და ადვილად აბინძურებს წყლის წყაროებს.  2012 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ძაღლებს, რომლებიც ხშირად სტუმრობენ პარკებს, უფრო სავარაუდოა, აღმოაჩნდეთ ჯიარდია.

ძაღლებში ჯიარდიაზით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული სიმპტომია დიარეა. ასევე შეიძლება, თან ახლდეს ღებინება და მადის დაკარგვა.

კუჭ-ნაწლავის ბლოკირება 

თუ თქვენი ძაღლის კუჭში დაბინძურებული წყლიდან მოხდება ნივთიერება ან უცხო სხეული, რომლის მონელებაც არ შეუძლია, ეს ისეთ სავალალო შედეგამდე მიგიყვანთ, როგორიცაა პოლიპის ნაწილობრივი ბლოკირება.

ლეპტოსპიროზი

ლეპტოსპიროზი ძაღლებს ხშირად უჩნდებათ, თუ ისინი სისტემატურად სვამენ დამდგარ წყალს, წვიმის წყალს გუბეებიდან ან აუზებიდან. ეს დაავადება მეტად რთული სამართავია და ხშირად ფატალურადაც სრულდება. იწვევს ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობას.

ის წარმოიქმნება ბაქტერიისგან, რომელიც ხვდება ლეკვის სისხლში. თუ ლეპტოთი დაავადებული ძაღლი მოშარდავს გუბურაში, რომელსაც თქვენი ძაღლი დალევს ან დასუნავს, ისიც დაინფიცირდება. 

ლეპტოს მატარებლები თაგვები, ვირთხები და თავად ძაღლები არიან. თუ ძაღლი ამ დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია, ის რამდენიმე კვირის განმავლობაში კვლავ მატარებელია და სხვისთვის საფრთხეა. ასე რომ, აარიდეთ ძაღლები გუბურებიდან წყლის დალევას. 

ლეპტოსპიროზის ნიშნები

ლეპტო, როგორც წესი, ნელა ჩნდება, თავიდან მისი ამოცნობა რთულია. ეს შეიძლება გამოვლინდეს სიზარმაცით, ძილიანობით, მომატებული წყურვილის შეგრძნებით. 

როგორ დავიცვათ ძაღლი დაავადებებისგან

შეგვიძლია, გამოვყოთ 3 მთავარი მიზეზი, რაც ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებს იწვევს:

  1. ონაკანის წყალი;
  2. წვიმის წყალი, ხისტი წყალი
  3. გუბეებიდან/ავზებიდან წყლის რეგულარული მიღება

პრევენციის მიზნით, ძაღლის გასეირნებისას თან ატარეთ ბოთლით წყალი და არ მისცეთ გუბეებიდან დალევის საშუალება. აგრეთვე, ხშირად გარეცხეთ მისი ჭურჭელი და ნუ გაიმეტებთ ოთხფეხა მეგობარს დამდგარი წყლის დალევისთვის. აკონტროლეთ იმ წყლის ხარისხიც, რომელსაც სთავაზობთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ თქვენი ონკანიდან სუფთა წყალი მოედინება, დააყენეთ წყლის ფილტრები. ეს არამხოლოდ ძაღლს დაიცავს ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებისგან, არამედ მთელ ოჯახს მოგიგვარებთ წყალთან დაკავშირებულ პრობლემებს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

რა არის ხისტი წყალი და რა პრობლემებს იწვევს ის?

რატომ უნდა დააყენოთ წყლის ფილტრი?

ბოთლირებული წყლის ალტერნატივა და ფინასების დაზოგვის გზა

გააზიარე