კიბო, აკნე და დაქლორილი წყლით გამოწვეული სხვა საშიშროებები – როგორ ავიცილოთ თავიდან რისკი?

ქლორის მაღალეფექტური ანტიბაქტერიული ბუნება ამართლებს მის, როგორც წყლის გამწმენდ აგენტად გამოყენებას. დეზინფექცია ონკანის წყალს სახიფათო ბაქტერიებისა და ვირუსებისგან ასუფთავებს, მისმა ანტიბაქტერიულმა ეფექტმა შეიძლება, გარკვეულწილად ხელი შეუწყოს აკნეს შემცირებას, მაგრამ აქვს უკუეფექტებიც, რაც პირდაპირ კავშირშია თქვენს ჯანმრთელობასთან და ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოსთან. 

დავიწყოთ თავიდან და დავიწყოთ თმით

შესაძლოა, ონკანის წყალს არ სვამთ და მას მხოლოდ ჰიგიენური მიზნებისთვის იყენებთ, მაგრამ ნუ გიკვირთ, თუ თქვენი თმა გამომშრალი და მტვრევადია, მიუხედავად ძვირადღირებული დასაბანი საშუალებების გამოყენებისა. „ქლორიან თმას“ სიჯანსაღეს მხოლოდ გაწმენდილი წყალი დაუბრუნებს. 

კიბოს რისკი 

ქლორი და მისი ორგანული ქვეპროდუქტები კიბოს მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. ონკანის ქლორირებული წყალი გაცხელების დროს, კიდევ უფრო საშიში ხდება, რადგან  მაღალი ტემპერატურის პირობებში ტოქსიკური ნაერთები სინთეზირდება.

გარემოს დაცვის სააგენტო (EPA) ქლორის შუალედური პროდუქტების (ტრიჰალომეთანები, ქლოროფორმი) გრძელვადიანი მოხმარების უკუეფექტებზე გვამცნობს. კვლევებმა აჩვენა კორელაცია შარდის ბუშტის, თირკმელებისა და მსხვილი ნაწლავის კიბოსთან. მკვლევრები განსაკუთრებით აფრთხილებენ ორსულებს, არ მოიხმარონ ქლორირებული ონკანის წყალი, რათა თავიდან აიცილონ თანდაყოლილი დეფექტები და აბორტის საჭიროების მაღალი რისკი.

კანის დაავადებები 

მნიშნელოვანია გავიაზროთ, რომ ქლორირებულ წყალთან ორივე ტიპის კონტაქტი, დაბანა/შხაპი, ისევე როგორც ქლორირებული წყლის დალევა, ჯანმრთელობისთვის საშიშია. 

ქლორირებულ აუზში ბანაობის შემდეგ, როგორც წესი, სუფთა წყლით ბანაობენ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ყოველდღიურად ქლორის აბაზანებს იღებთ. ქლორის ამგვარი ხშირი ზემოქმედება მის დადებით მხარეებსაც უარყოფითად აქცევს და აკარგვინებს ნებისმიერ სარგებელს, რაც შესაძლოა, იშვიათმა მოხმარებამ განაპირობოს. 

დაქლორილი წყლით ბანაობის შემდეგ, ქლორი სხეულზეც რჩება, რაც კანს აღიზიანებს. ეს იწვევს აქერცვლას, გამოშრობას და შესაძლოა, ალერგიის მიზეზი გახდეს. არ არის გამორიცხული აკნეს განვითარება (გაითვალისწინეთ, რომ ქლორირებული წყლის სარგებელი აკნეს მიმართ ნავარაუდევია მხოლოდ მაშინ, როდესაც ზემოქმედება დროებითია და არა ყოველდღიური). კანი კარგავს ბუნებრივ ტენიანობას და ხდება გაუწყლოება. 

როგორ შევამციროთ რისკი?

პირველ ეტაპზე, შეგიძლიათ წყლის გამწმენდი დოქით დაიწყოთ, რომელიც სუფთა სასმელი წყლით მოგამარაგებთ. 

გრძელვადიან პერსპექტივაში, გამოსავალი, მთელი სახლის წყლის ფილტრაციის სისტემით აღჭურვაშია, რომელიც შლის ქლორს და წყლას ასუფთავებს ნებისმიერი დაბინძურებისგან.


გამოყენებული ლიტერატურა:

  American Journal of Epidemiology, Volume 165, Issue 2, 15 January 2007 https://academic.oup.com/aje/article/165/2/148/98015/Bladder-Cancer-and-Exposure-to-Water-Disinfection

American Journal of Epidemiology, Volume 164, Issue 11, 1 December 2006 https://academic.oup.com/aje/article/164/11/1043/61572/Exposure-to-Drinking-Water-Disinfection-By

გააზიარე