წყლით გამოწვეული 5 საშიში დაავადება, რომელიც „სხეულზე გაწერიათ“
სხეულზე გამონაყარი ხშირად გაწუხებთ? დაკვირვებიხართ, რომ ის ცხელი შხაპის მიღების ან ცურვის შემდეგ ჩნდება. შესაძლოა, არც შეგიმჩნევიათ, თუმცა ხშირად, ამის მიზეზი დაბინძურებული წყალია.
სუფთა წყლის სმის მნიშვნელობაზე ბევრი გვისაუბრია, დაბინძურებული წყლის უკუეფექტებზე კი თითქმის არაფერი გვითქვამს. ამ ბლოგში იმ დაავადებებზე მოგიყვებით, რომლებიც სხეულზე ლაქებითა თუ აკნეთი გამოიხატება:
1. აკვაგენური ჭინჭრის ციება
ბოლო დროს გახშირებული დაავადება, ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია არაერთი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: სტრესი, საკვები, მედიკამენტები და წყალთან კონტაქტი. ეს უკანასკნელი აკვაგენური ჭინჭრის ციების სახელითაა ცნობილი. ის შედარებით იშვიათი ფორმაა და ბოლომდე გამოკვლეული არაა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიზეზი ქიმიურად დაბინძურებული წყალია, მასში გახსნილი ქლორის დიდი შემცველობით.
ხასიათდება წითელი ლაქებით სხეულზე. იწვევს ქავილს.
2. Swimmer’s itch/ „მოცურავის ქავილი“
მუწუკოვანი წითელი გამონაყარი, რომელიც კოღოს ნაკბენს წააგავს, ჭიის მსგავსი პარაზიტის ლარვებით (ცხოველის განვითარების სტადია) ვრცელდება, რომლებიც წყალში ფრინველებისა და ლოკოკინების მეშვეობით ხვდება. ცურვისას, მოერიდეთ ტბის მცენარეებს. გაითვალისწინეთ, რომ დღის პირველ ნახევარში პარაზიტები ყველაზე მეტად აქტიურები არიან.
გამონაყარი შეიძლება გაგრძელდეს ორ კვირამდე.
3. ფსევდომონას გამონაყარი/ Pseudomonas rash
ეს ბაქტერია ჩვეულებრივ ნიადაგსა და წყალში გვხვდება. თუ მოცურავეს აქვს ღია ჭრილობა, შესაძლოა ბაქტერიის მოხვედრამ ფსევდომონით ინფიცირება გამოიწვიოს, რაც ხასიათდება წითელი გამონაყარით.
4. ცხელი აბაზანის გამონაყარი/Hot tub rash
არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ცხელი წყალი ყველა ბაქტერიას კლავს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ, Water’s Edge Dermatology-ის საბჭოს სერტიფიცირებული დერმატოლოგი დოქტორი ალისა ო’ბრაიანი ამბობს:
„არსებობენ პარაზიტები, რომელთათვისაც ცხელი წყალი ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე ცივი. მეორე მხრივ, ცხელი წყალი აფართოებს ფორებს, რის გამოც კანში ბაქტერიის მოხვედრა მარტივდება. ამიტომ ის ქმნის შესანიშნავ გარემოს ინფექციის განვითარებისთვის“.
ცხელი აბაზანის გამონაყარი, იგივე ფოლიკულიტი, არის თმის ფოლიკულის ანთება. გამონაყარი ხილვადი ხდება ინფიცირებიდან 12-48 საათის შემდეგ. კაშკაშა წითელი ჩირქოვანი მუწუკები შეიძლება, გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ თმიან ნაწილზე.
5. ლეგიონელოზი
ბაქტერია ლეგიონელა ბუნებრივი წყალსატევების ბინადარია. სწრაფად მრავლდება მაღალ ტემპერატურაზე. წყალმომარაგების ხელოვნური სისტემები, სადაც ტემპერატურა 20-დან 45 გრადუსამდეა, მისთვის იდეალურია. ამიტომ გასაკვირია არაა, რომ ის აბაზანების მოყვარულია.
ლეგიონელოზის ყველაზე მძიმე ფორმას – ლეგიონერულ დაავადებას, ახასიათებს ფილტვის ინფექცია, პნევმონია. ის ჩვეულებრივ ჩნდება ბაქტერიასთან კონტაქტიდან 2-დან 10 დღის შემდეგ და შეიძლება, გამოვლინდეს მძიმე ფორმით. ახასიათებს კუნთების სისუსტე, მშრალი ხველა, გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, გულისრევა…
დაბინძურებული წყლით ბანაობა იწვევს თვალის, ყურისა და ყელის ინფექციებსაც. ამიტომ, საშხაპეში შესვლამდე, ჰკითხეთ საკუთარ თავს, საკმარისად სუფთაა ონკანის წყალი? თუ ამაში დარწმუნებული არ ხართ, გირჩევთ წყლის ფილტრები გამოიყენოთ. UV/UV ულტრაიისფერი სტერილიზატორები წყალს ყველა ტიპის ბაქტერიისგან გაათავისუფლებს და დაგიცავთ წყლით გამოწვეული დაავადებებისგან.
გააზიარე