წყალი და წონის კლება – მითი თუ რეალობა?
გავრცელებული მოსაზრებაა, რომ წყალი წონის კლებაში გვეხმარება. ზოგიერთი კვლევაც ადასტურებს კორელაციას წყლის სმასა და წონის კლებას შორის. ორგანიზმის ჰიდრატირება ორგანოების სწორად ფუნქციონირებაში (საჭმლის მონელების სისტემა, კუნთების ფუნქციონირება) მართლაც მონაწილეობს , თუმცა, სამედიცინო საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს ზუსტი პასუხი, თუ რა გავლენას ახდენს წყლის დალევა წონის დაკლებაზე.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ კიდევ 5 მიზეზს, რომელთა გამოც წყალი წონის კლების „ინგრედიენტად“ შეიძლება ჩაითვალოს. თქვენ კი გადაწყვიტეთ, რამდენად საფუძვლიანია მოსაზრებები:
1. წყალი ბუნებრივი მადის დამთრგუნველია
როდესაც კუჭი გრძნობს, რომ სავსეა, ის ტვინს უგზავნის სიგნალს, რათა შეწყვიტოს ჭამა. თუ წყალს ჭამამდე დალევთ, ის აავსებს კუჭის ნაწილს, რაც გამოიწვევს სისავსის შეგრძნებას და შიმშილის გრძნობის დათრგუნვას.
2014 წელს ჩატარებულ კვლევაში, 50-მა ჭარბწონიანმა ქალმა მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც დაავალეს უზმოზე, ლანჩამდე და სადილამდე 30 წუთით, ადრე 500 მლ. წყლის დალევა. ექსპერიმენტი 8 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. კვლევის ბოლოს, მონაწილეებს შეუმცირდათ სხეულის წონის, ცხიმის და სხეულის მასის ინდექსი.
2. წყალი გვეხმარება კალორიების წვაში
2014 წელს, 12 ადამიანზე ჩაატარეს კვლევა, რომელთა ნაწილი სვამდა 500 მლ ცივ წყალს, დანარჩენი კი – ოთახის ტემპერატურის წყალს. თითოეული, წყლის დალევიდან 90 წუთში ჩვეულებრივზე 2-დან 3 პროცენტამდე მეტ კალორიას წვავდა. ამავე კვლევის მიხედვით, ცივი წყალი კიდევ უფრო აძლიერებს კალორიების წვას, რადგან ორგანიზმი წყლის სხეულის ტემპერატურამდე გათბობაზეც ხარჯავს ენერგიას.
3. წყალი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნარჩენების გამოდევნას
როდესაც სხეული დეჰიდრატირებულია, ის ვერ თავისუფლდება შლაკებისა თუ სხვა ნარჩენებისგან, რაც ხასიათდება შეკრულობით, მუცლის შებერილობით და სხვა დისკომფორტით.
წყალი თირკმელებს ტოქსინებისა და ნარჩენების გაფილტვრაში ეხმარება. ორგანო მხოლოდ აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს და ელექტროლიტებს ინარჩუნებს. როდესაც სხეული დეჰიდრატირებულია, თირკმელებში ჭარბი სითხე გროვდება.
წყალი ორგანიზმს მეტაბოლიზმის სწორად წარმართვაში ეხმარება. ეს კი წონის კონტროლის შესაძლებლობას გვაძლევს.
4. წყალი აუცილებელია ცხიმის დასაწვავად
წყლის გარეშე ორგანიზმი სათანადოდ ვერ ახერხებს ცხიმების ან ნახშირწყლების მეტაბოლიზმს.
ცხიმის მეტაბოლიზმის პროცესს ლიპოლიზი ეწოდება. ამ პროცესის პირველი ნაბიჯია ჰიდროლიზი, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც წყლის მოლეკულები ურთიერთქმედებენ ტრიგლიცერიდებთან (ცხიმებთან) გლიცერინის და ცხიმოვანი მჟავების წარმოქმნით.
წყლის დალევა აუცილებელია, რათა დაიწვას საკვებიდან თუ სასმლიდან აკრეფილი ცხიმები.
2016 წლის მინი-მიმოხილვამ აჩვენა, რომ წყლის მოხმარების გაზრდამ ლიპოლიზის გაზრდა და მეტის ცხიმის წვა განაპირობა.
5. წყალი გვეხმარება ეფექტიანად ვარჯიშში
წონის დაკლების ნებისმიერი მეთოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ვარჯიში.
წყალი კუნთებს, შემაერთებელ ქსოვილებსა და სახსრებს სწორად მოძრაობაში ეხმარება. აგრეთვე, უზრუნველყოფს ფილტვების, გულისა და სხვა ორგანოების ეფექტიანად მუშაობას. ამ ორგანოებზე დატვირთვა ვარჯიშის დროს იზრდება.
წყალი ამცირებს ვარჯიშის ნეგატიური ზემოქმედების რისკს – დაღლილობა, კუნთების კრუნჩხვები და სხვა.
შეჯამება
საჭირო რაოდენობით წყლის მიღება მნიშვნელოვანია როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე წონის კლებისთვის. დალიეთ დღის განმავლობაში მინიმუმ 8 ჭიქა წყალი. დადგით ჭიქები თქვენს სამუშაო თუ მოსასვენებელ ოთახში. ეს შეგახსენებთ დღის გეგმას. შეეცადეთ, მეტი წყალი დალიოთ დღის პირველ ნახევარში.
არ დალიოთ წყალი, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ის სუფთაა
შესაძლოა, დაბინძურება სულაც არაა თვალშისაცემი, მაგრამ თუ ეჭვი გაქვთ, რომ წყალი არ მოგეწოდებათ სანდო წყაროდან, მას ნუ დალევთ. მით უმეტეს, დღეში 2-3 ლიტრს. ეს თქვენს ჯანმრთელობას ყველა იმ ზიანს მოუტანს, რაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. დაწყებული თმის გამოშრობიდან, აკნემდე და კუჭ-ნაწლავის პრობლემებამდე.
სახლში, სუფთა წყლის მიღების საუკეთესო გზა დოქი ფილტრია , რომელიც თქვენს სამზარეულოში სასმელად უვარგის, დაბინძურებულ წყალს, წყაროს წყალივით სუფთას გახდის. ის სპეციალური pH კატრიჯებით ონკანის წყალს ტუტე წყლად გარდაქმნის. ტუტე წყალი კი წონის კლების დამატებით მასტიმულირებელია.
კვლევებმა ცხადჰყო, რომ მაღალი pH-ის მქონე წყლის დალევა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალევა წონის კლებისთვის იდეალურია.
გზად სატარებლად კი შეგიძლიათ ფილტრიანი ბოთლი გამოიყენოთ, რომელიც თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ხარჯს.
გრძელვადიან პერსპექტივაში, გამოსავალი მთელი სახლის წყლის ფილტრაციის სისტემით აღჭურვაშია. ის შლის ქლორს და წყალს ნებისმიერი დაბინძურებისგან ასუფთავებს.
წაიკითხეთ: კიბო, აკნე და დაქლორილი წყლით გამოწვეული სხვა საშიშროებები – როგორ ავიცილოთ თავიდან რისკი?
გააზიარე