წყალი, რომელსაც სასმელად ვიყენებთ, არაა სტერილური. ის შეიცავს პაწაწინა მიკროორგანიზმებს, რომელთა აღმოჩენაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. მათ შორისაა, ლეგიონელა – უხილავი და მომაკვდინებელი ბაქტერია, რომელიც გვხვდება მტკნარი წყლის გარემოში, როგორიცაა ტბები და ნაკადულები. მათი მცირე რაოდენობა ორგანიმისთვის საშიში არაა, თუმცა რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება რისკიც. სად არის ლეგიონელას არსებობის მაღალი რისკი ? ხშირად, ასეთ სივრცეებში ავზის […]
ფინჯან ყავაში 98% წყალია. გამჭვირვალე სითხე – H2O, რომელსაც ყავის ბაზად ვიყენებთ, ბევრს მალავს. მიუხედავად მისი გამჭვირვალეობისა, ხსნადი და მყარი ნივთიერებების მთელ ლეგიონს შეიცავს, რაც დიდ გავლენას ახდენს მის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, გემოზე სუნსა თუ ფერზე. განსაკუთრებით კი ეს ყავის ან ჩაის მომზადებისას ვლინდება. ის ფაქტი, რომ წყალი სასმელად ვარგისია, სულაც არ ნიშნავს, რომ ყავისთვის იდეალურია. […]
დღეში, საშუალოდ 15-ჯერ ვუშვებთ ონკანს. წყალს ვსვამთ, ვრეცხავთ და ა.შ. მაგრამ იცით, საიდან მოდის და ან რა გზას გადის წყალი ონკანში მოხვედრამდე? არის რაღაცები, რაც უნდა გაიგოთ, სანამ ონკანის წყალს დალევთ: საიდან მოგვეწოდება სასმელი წყალი? მოსახლეობის უმეტესობას წყალი ცენტრალური საზოგადოებრივი მიწოდების სისტემებიდან მიეწოდება. მაგრამ არის გამონაკლისებიც: მომხმარებელთა მცირე ნაწილი წყალს იღებს საკუთარი მცირე წყალმომარაგების სისტემებიდან, […]
სინამდვილეში, წყალი ჯანსაღი საკვების გასაღებია. რატომ? სანამ სამზარეულოში ფუსფუსს წარმოიდგენთ, უფრო შორიდან დავიწყოთ: გავიხსენოთ, რომ მცენარეები და პირუტყვი სიცოცხლის მანძილზე ლიტრობით წყალს იღებენ, სოფლის მეურნეობა სარწყავად მტკნარი წყლის თითქმის 70%-ს იყენებს. დაბინძურებული წყალი კი ვნებს როგორც მცენარეს ისე ცხოველს. 1948 წელს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველა ადამიანის უფლება აქვს მიიღოს სუფთა, […]
წყალი ბოთლიდან დავლიოთ თუ ჭიქიდან? ბოთლის წყალი გვიბიძგებს ის ერთი ამოსუნთქვით, შეუჩერებლად დავლიოთ. ამ დროს, წყურვილს მალე ვიკლავთ და მასა ერთიანად აწვება ორგანოებს, სხეული იტბორება. ეს დატვირთვას ზრდის. ამასთან, შესაძლოა, ბოთლით ნაკლებ წყალს ვსვამდეთ, ვიდრე ჭიქით დავლევდით. ამ შემთხვევაში, სხეული თანაბრად ტენიანდება წყლით. წყალი მჯდომარემ დავლიოთ თუ ფეხზე მდგომმა? მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მეცნიერული […]
გავრცელებული მოსაზრებაა, რომ წყალი წონის კლებაში გვეხმარება. ზოგიერთი კვლევაც ადასტურებს კორელაციას წყლის სმასა და წონის კლებას შორის. ორგანიზმის ჰიდრატირება ორგანოების სწორად ფუნქციონირებაში (საჭმლის მონელების სისტემა, კუნთების ფუნქციონირება) მართლაც მონაწილეობს , თუმცა, სამედიცინო საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს ზუსტი პასუხი, თუ რა გავლენას ახდენს წყლის დალევა წონის დაკლებაზე. ამ სტატიაში გაგიზიარებთ კიდევ 5 მიზეზს, რომელთა გამოც […]
და აი, ისიც, გაზაფხული თავისი ენერგეტიკით უკვე აქაა. მზიანი დღეების და მშვიდი საღამოების გარეთ გატარებას არაფერი სჯობია, თუმცა დეჰიდრატაციის საფრთხეც უნდა გაითვალისწინოთ. ამ ბლოგში მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც გაუწყლოების შესახებ უნდა იცოდეთ და გასწავლით, როგორ აირიდოთ ის თავიდან. რა არის დეჰიდრატაცია – დეჰიდრატაციის გამომწვევი მიზეზები დეჰიდრატაცია ხდება მაშინ, როდესაც თქვენი სხეული კარგავს ძალიან ბევრ […]
ქლორის მაღალეფექტური ანტიბაქტერიული ბუნება ამართლებს მის, როგორც წყლის გამწმენდ აგენტად გამოყენებას. დეზინფექცია ონკანის წყალს სახიფათო ბაქტერიებისა და ვირუსებისგან ასუფთავებს, მისმა ანტიბაქტერიულმა ეფექტმა შეიძლება, გარკვეულწილად ხელი შეუწყოს აკნეს შემცირებას, მაგრამ აქვს უკუეფექტებიც, რაც პირდაპირ კავშირშია თქვენს ჯანმრთელობასთან და ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოსთან. დავიწყოთ თავიდან და დავიწყოთ თმით. შესაძლოა, ონკანის წყალს არ სვამთ და მას მხოლოდ ჰიგიენური მიზნებისთვის […]
სხეულზე გამონაყარი ხშირად გაწუხებთ? დაკვირვებიხართ, რომ ის ცხელი შხაპის მიღების ან ცურვის შემდეგ ჩნდება. შესაძლოა, არც შეგიმჩნევიათ, თუმცა ხშირად, ამის მიზეზი დაბინძურებული წყალია. სუფთა წყლის სმის მნიშვნელობაზე ბევრი გვისაუბრია, დაბინძურებული წყლის უკუეფექტებზე კი თითქმის არაფერი გვითქვამს. ამ ბლოგში იმ დაავადებებზე მოგიყვებით, რომლებიც სხეულზე ლაქებითა თუ აკნეთი გამოიხატება: 1. აკვაგენური ჭინჭრის ციება ბოლო დროს გახშირებული დაავადება, […]
ბლოგის წაკითხვა რეკომენდებულია ერთი ჭიქა გამჭვირვალე წყლის სმის თანხლებით ბრიტანელმა პოეტმა, აუდენმა ერთხელ თქვა : „ათასობით ადამიანი ცხოვრობს უსიყვარულოდ და არც ერთი – წყლის გარეშე“. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, თუ რამდენად გადამწყვეტია წყალი სიცოცხლისთვის, მას მაინც არ ვუფრთხილდებით. მსოფლიოს ჩამდინარე წყლების დაახლოებით, 80% დაუმუშავებელია და ამავე სახით იკარგება. აბინძურებს მდინარეებს, ტბებსა და ოკეანეებს. წყლის დაბინძურების […]
თუ საყვარელი ცხოველის სიკვდილის შიში ერთხელ მაინც განგიცდიათ, დარწმუნებული ვარ, ამ ბლოგს დიდი ყურადღებით წაიკითხავთ. ალბათ, უკვე იცით, რამდენად ფაქიზია მისი ორგანიზმი. ძაღლის ჯანმრთელობას საფრთხე შესაძლოა, ერთი შეხედვით ისეთმა უბრალო რამემაც შეუქმნას, როგორიც წყლის დალევაა. არსებობს მრავალი დაავადება, რაც წყალმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორისაა: მეგაეზოგაფი – საყლაპავის დისფუნქცია ბაქტერიით გამოწვეული დაავადებები ლურჯ-მწვანე დამაბინძურებლების გავლენა ორგანიზმზე […]
შენ ხარ, ის რასაც სვამ. არ გჯერათ? გავიხსენოთ, როგორ მოქმედებს წყალი ადამიანის ორგანიზმზე: არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ასუფთავებს ნარჩენებისგან, საკვები ნივთიერებების „გადამზიდია“ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული უჯრედის ფუნქციონირებისათვის. ადამიანის სხეულის, დაახლოებით, 60 პროცენტი წყალია, მაგრამ ზოგიერთი ნაწილი კიდევ უფრო მეტისგან შედგება: თქვენი ტვინის 70 პროცენტი, თქვენი სისხლის 80 პროცენტი, თქვენი ფილტვების 90 პროცენტი! მიუხედავად, ამისა, ყოველდღურობაში […]
რა არის pH? სკოლაში გვასწავლიან, რომ pH წყალხსნარებში წყალბადის კონცენტრაციაზე მიგვითითებს. დაბალი pH ნიშნავს, რომ სითხეში მეტი წყალბადის იონია, ხოლო უფრო მაღალი pH მასში ნაკლები წყალბადის იონის არსებობაზე მიუთითებს. pH-ის შკალაზე დიაპაზონი 0-დან 14-მდეა, 7 ნეიტრალურია. 7 -ზე ნაკლები pH მჟავიანობის მაჩვენებელია. ხოლო 7-ზე მეტი pH მის ტუტე ბუნების მაჩვენებელია. მაგალითად, კოკა-კოლას pH 2.3-ია, რაც […]
სახლში წყლის მილები ხშირად იჭედება? ამის მიზეზი, შესაძლოა თავად წყალი იყოს. ასეთ დროს, წყლის დარბილება ხდება საჭირო. წყლის დამარბილებელი ხისტი წყლით გამოწვეული პრობლემების მოგვარების მთავარი გზაა. დავიწყოთ თავიდან – რა არის ხისტი წყალი? თუ ონკანის წყალი დიდი ოდენობით კალციუმსა და მაგნიუმს შეიცავს, ის ხისტია. ასეთი წყლის საუკეთესო მაგალითად წვიმა შეგვიძლია ჩავთვალოთ. ფაქტია, რომ ციდან რბილი […]
ჯანმრთელობისთვის არაფერია, ისე მნიშვნელოვანი, როგორც სუფთა წყალი. ეს კი ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. მუქი ფერის, ხილული ორგანიზმებით დაბინძურებულ ონკანის წყალს არაერთხელ შევუშინებივართ და გავუბრაზებივართ. მისი სასმელად გამოყენება დაუშვებელია. გამოსავალი კი მხოლოდ ერთია – წყლის ფილტრები. ონკანის ფილტრი დაბინძურებულ წყალს წმენდს, რითაც არაერთ პრობლემას აგაცილებთ. გაგიზიარებთ, 5 მიზეზს, თუ რა უპირატესობები აქვს სასმელი წყლის ფილტრაციას: 1. არასასურველი […]
ერთი შეხედვით, სასმელი წყლის ფილტრის არჩევა რთული ამოცანაა. ამ 5 შეკითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, კი ზუსტად გეცოდინებათ, როგორი წყლის ფილტრი გჭირდებათ: გაფილტრული წყალი მხოლოდ ერთ წერტილზე გნებავთ თუ მთელ სახლში? თუ მხოლოდ სასმელი წყლის გაფილტვრა გსურთ, წყლის ფილტრი სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ დააყენეთ, ამ შემთხვევაში უკუოსმოსის ფილტრაციის სისტემას გირჩევთ, რომელიც თქვენი ონკანის წყლის სუნსა და გემოს […]
თუ სასმელ წყალს ყიდულობთ, ე.ი. მათ შორის ხართ, ვინც თვეში 100-120 ლარს „წყალში უშვებს“, მაშინ, როცა წყლის ფილტრის ონკანზე დაყენება გაცილებით ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული. დანაზოგზე ქვემოთ მოგიყვებით, მანამდე კი ბოთლირებული და ონკანის წყლის ნაკლოვანებებს გაგაცნობთ: ხშირად, ონკანის წყლის უსუფთაობა თვალითაც შესამჩნევია. დაბინძურებულმა წყალმა კი შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. სუფთა წყალი გიცავთ ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა: ტიფი, […]
წყლის ხარისხი განსხვავდება ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით, მასზე გავლენას ახდენს მოძველებული წყლის ინფსრასტრუქტურა, გარემოს დაბინძურება და საწარმოო ნარჩენები. წყლის ხარისხზე ასევე მოქმედებს ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები, როგორიცაა ქლორი და ფტორი, რომლებიც გამოიყენება წყლის გასაწმენდად ქალაქის წყალმომარეგებისას. დამტკიცებულია, რომ ქლორი და ფტორი უარყოფით ზეგავლენას ახდენენ ადამიანზე. წყლის ფილტრაციის სისტემას შეუძლია გაწმინდოს წყალი დაბინძურებული ნივთიერებისაგან და გაუმჯობესოს წყლის […]
წყლის სიხისტის დასადგენად შეგვიძლიათ გამოვიყენოთ შემდეგი მაჩვენებლები:• ნალექი საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე თეთრი ცვილის სახით (ჩაიდანი, სარეცხი მანქანა, გამათბობელი ქვაბი და ა.შ)• მშრალი კანი და უხეში თმა შხაპის შემდეგ;• საპნის ნალექი ნიჟარასა და საშხაპეზე;• ტანსაცმელი რეცხვის შემდეგ უხეშია და ფაქტურა არასასიამოვნოა. რა იწვევს წყლის სიხისტეს ? წყლის სისხისტეს იწვევს მასში არსებული დიდი რაოდენობით მინერალები, განსაკუთრებით კალციუმი და […]