წყლის გავლენა საკვების ხარისხზე
სინამდვილეში, წყალი ჯანსაღი საკვების გასაღებია. რატომ? სანამ სამზარეულოში ფუსფუსს წარმოიდგენთ, უფრო შორიდან დავიწყოთ:
გავიხსენოთ, რომ მცენარეები და პირუტყვი სიცოცხლის მანძილზე ლიტრობით წყალს იღებენ, სოფლის მეურნეობა სარწყავად მტკნარი წყლის თითქმის 70%-ს იყენებს. დაბინძურებული წყალი კი ვნებს როგორც მცენარეს ისე ცხოველს.
1948 წელს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველა ადამიანის უფლება აქვს მიიღოს სუფთა, ჯანმრთელი პროდუქტი, თუმცა, ბევრი განვითარებადი ქვეყნის სოფლებში ასეთ საკვების ხელმისაწვდომობა დიდწილად დამოკიდებულია ბუნებრივ რესურსებზე, მათ შორის წყალზე, რომელიც საკვების წარმოებისთვის აუცილებელია. 2010 წლის 28 ივლისს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, სუფთა სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა და სანიტარული პირობები ადამიანის უფლებად გამოაცხადა, მაგრამ წყლის უფლება, საკვების უფლების კონტექსტში, რთული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში, სასმელი წყლის პრობლემა მეტ-ნაკლებად აღმოფხვრილია, საკვების მოსამზადებლად გამოყენებული წყლის არასაკმარისი რესურსია. ამგვარი დეფიციტი გავლენას ახდენს ათასობით ადამიანის ჯანმრთელობაზე.
რა ხდება, როცა დაბინძურებული წყლით ვამზადებთ საკვებს?
ონკანის წყალს სამზარეულოში თითქმის ყველაფრისთვის ვიყენებთ – ბოსტნეულის გარეცხვიდან მის მოხარშვამდე და ქვაბის გარეცხვამდე. ეს ნიშნავს, რომ წყლის დამაბინძურებლები ჩვენს საკვებზე ხვდება, რამაც შესაძლოა ჯანმრთელობას ისეთივე პრობლემები შეუქმნას, როგორც წყლის დალევამ. ამასთან, წყალი გავლენას ახდენს საკვების გემოზე.
არის თუ არა გამოსავალი წყლის ადუღება?
წყალი 100 გრადუს ცელსიუსზე დუღს. ბაქტერიათა უმეტესობა ასეთ ტემპერატურაზე 30 წუთზე მეტ ხანს ვერ ძლებს. ასე რომ, დუღილის დაწყებიდან ნახევარი საათი მაინც უნდა გავიდეს იმისთვის, რომ მიკროორგანიზმებმა არსებობა შეწყვიტონ, თუმცა ადუღება ვერ აშორებს იმ ქიმიკატებს, რაც ონკანს მოჰყვება. ამასთან, ზოგიერთი ბაქტერია 100 გრადუს ცელსიუსზეც აგრძელებს სიცოცხლეს.
მდუღარე წყალს შეუძლია მხოლოდ მყარი ნივთიერებების დაშლა და ბაქტერიების გაუვნებლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვერ ერევა ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა ქლორი და ტყვია. გარდა ამისა, ონკანის წყლის ადუღება აკონცენტრირებს ტყვიას და მას უფრო საშიშს ხდის.
ცალსახაა, რომ წყლის ადუღება მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება ამცირებდეს რისკებს, თუმცა გამოსავალი მხოლოდ წყლის ფილტრაციის სისტემაა. პირველ ეტაპზე შეგიძლიათ ის მხოლოდ სამზარეულოს ონკანზე დააყენოთ.
უმალ შეამჩნევთ არა მხოლოდ წყლის გემოს, არამედ საჭმლის გემოს გაუმჯობესებასაც. გრძელვადიან პერსპექტივაში, კი გამოსავალი მთლიანი სახლის წყლის ფილტრაციის სისტემით უზრუნველყოფაშია, რადგან გაუფილტრავ წყალში ბანაობა ვნებს თქვენს კანსა და თმებს. ამასთან, ხისტი წყალი აზიანებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას და აზიანებს ტანსაცმელს.
წაიკითხე:
5 ნიშანი იმისა, რომ დაბინძურებული წყლით ბანაობ
7 პრობლემა, რასაც ხისტი წყალი იწვევს
წყარო: EPA
გააზიარე