ნაყიდ წყალს სვამ? წაიკითხე და დაზოგე ფინანსები

თუ სასმელ წყალს ყიდულობთ, ე.ი. მათ შორის ხართ, ვინც თვეში 100-120 ლარს „წყალში უშვებს“, მაშინ, როცა წყლის ფილტრის ონკანზე დაყენება გაცილებით ნაკლებ ხარჯთანაა დაკავშირებული. დანაზოგზე ქვემოთ მოგიყვებით, მანამდე კი ბოთლირებული და ონკანის წყლის ნაკლოვანებებს გაგაცნობთ: 

ხშირად, ონკანის წყლის უსუფთაობა თვალითაც შესამჩნევია. დაბინძურებულმა წყალმა კი შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. სუფთა წყალი გიცავთ ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა: ტიფი, A ჰეპატიტი, ქოლერა და სხვა, ორგანიზმს წმენდს ტოქსინებისგან და ხელს უწყობს სასიცოცხლო პროცესების სწორად წარმართვას. 

სუფთა წყლის დიდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ბოთლირებულ წყალზე მოთხოვნა იზრდება და უგულებელყოფილია თავად ბოთლის ნეგატიური მხარეები. 

2018 წლის კვლევის მიხედვით (იხილეთ აქ ), ბოთლების 93%-ს მიკროპლასტიკური დაბინძურების გარკვეული ნიშნები აღენიშნებოდა. ამ დასკვნების თანახმად, დაბინძურება თავად შეფუთვის პროცესითაა გამოწვეული. კვლევების თანახმად, მნიშვნელოვანია ბოთლის წყლის ტრანსპორტირების გზაც, აგრეთვე, პლასტმასის ბოთლების გამოყენების შემდეგ, გასათვალისწინებელია გარემოზე მავნე ზემოქმედების ფაქტორი. 

ფინანსები კი ყოფითი და მათგან ყველაზე სწრაფად შესამჩნევი პრობლემაა. ზოგიერთი შეფასების თანახმად, ჩამოსხმული წყლის ფასი თითქმის 100-ჯერ აღემატება ონკანის წყლის ფასს. პირობითად, ავიღოთ 4-სულიანი ოჯახი. თუ სასმელად მხოლოდ ნაყიდ წყალს გამოიყენებთ, წელიწადში მინიმუმ, 1460 ლარს დახარჯავთ. 

გამოვთვალოთ: 

საშუალოდ, დღეში 1 ადამიანი 2-2,5 ლიტრ წყალს იღებს; 

საჭმლის მომზადება, ჩაი/ყავა – 3-4 ლიტრი; 

გამოდის, რომ დღეში, 4-სულიან ოჯახს მინიმუმ 10 ლიტრი წყალი სჭირდება. ყველაზე იაფიანი – 10-ლიტრიანი წყალი 4 ლარი ღირს. თუ სუფთა წყალს მთელი წლის განმავლობაში ვიყიდით (4X365) 1460 ლარი დაგვეხარჯება. 

ეს საინტერესოა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩამოსხმული წყალი ხშირად, უბრალოდ გაფილტრული ონკანის წყალია. ამის გაკეთება კი თავადაც შეგიძლიათ, თუ ონკანზე ფილტრს დააყენებთ. ამ გზით, 3 წლის მანძილზე, მინიმუმ, 3000 ლარს დაზოგავთ.

აი, როგორ: 

ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო წყლის ფილტრი(უკუოსმოსის ღრმა ფილტრაციის 7ეტაპიანი სისტემა), რომლის ღირებულება 700 ლარია, 7 კარტრიჯისგან შედგება. ისინი პერიოდულად, სხვადასხვა დროს უნდა შეიცვალოს. კარტრიჯების ხარჯი წელიწადში, საშუალოდ, 200 ლარია. 3 წლის თავზე ყველა კარტრიჯი შეცვლილი გექნებათ და საერთო ჯამში დახარჯული იქნება (კარტრიჯების ღირებულება, 577 ლარი + ფილტრის ფასი, 700 ლარი) 1277 ლარი, მაშინ, როცა ამ ხნის განმავლობაში, წყლის შეძენაში დაახლოებით, 4320 ლარი უნდა გადაგეხადათ. ეს იმ შემთხვევაში, თუ დღეში მხოლოდ 10 ლიტრ წყალს მოიხმართ. ამ ფილტრის წარმადობა კი დღე-ღამეში 300 ლიტრია ანუ რაც უფრო მეტი წევრისგან შედგება ოჯახი, მით უფრო ნაკლები იქნება ფილტრის შეძენისა და მომსახურეობის დანახარჯი. 

გარდა ფინანსური დანაზოგისა, წყლის ფილტრის დაყენების შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისგანაც დაზღვეული ხართ. ამასთან, წყლის ბალონების ტარება აღარ დაგჭირდებათ, უსარგებლო ბოთლების გადაყრაც აღარ მოგიწევთ და ბუნებაზე ზრუნვაში მცირე წვლილს შეიტანთ. 

კარტრიჯების შეცვლის ზუსტი ხარჯთაღრიცხვა ასეთია: 

ფილტრი 7 კარტრიჯისგან შედგება. შეძენისას, კარტრიჯების 1 კომპლექტი მოყვება. 

  • 1-ლი, მე-2, მე-3 კარტრიჯების ექსპლუატაციის ვადა 5 – 6 თვეა. მათი საერთო ღირებულებაა – 40 ₾.
  •  მე-4 (ოსმოსის მემბრანა) კარტრიჯის ექსპლუატაციის ვადა 2.5 წელია. ღირებულება – 125 ₾. 
  • მე-5, მე-6 და მე-7 კარტრიჯების ექსპლუატაციის ვადა 10 – 12 თვეა. საერთო ღირებულება – 126 ₾. საბოლოოდ.

3 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი 577 ლარი იქნება.

გააზიარე