როგორ გავიგო ხისტია თუ არა წყალი და რა პრობელემებს იწვევს ?

???? წყლის სიხისტის დასადგენად შეგვიძლიათ გამოვიყენოთ შემდეგი მაჩვენებლები:
• ნალექი საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე თეთრი ცვილის სახით (ჩაიდანი, სარეცხი მანქანა, გამათბობელი ქვაბი და ა.შ)
• მშრალი კანი და უხეში თმა შხაპის შემდეგ;
• საპნის ნალექი ნიჟარასა და საშხაპეზე;
• ტანსაცმელი რეცხვის შემდეგ უხეშია და ფაქტურა არასასიამოვნოა.

???? რა იწვევს წყლის სიხისტეს ?

წყლის სისხისტეს იწვევს მასში არსებული დიდი რაოდენობით მინერალები, განსაკუთრებით კალციუმი და მაგნიუმი. როდესაც წყალი მნიშვნელოვანი წილით
შეიცავს კალციუმს და მაგნიუმს მათი ერთობლიობა წყალში ხასიათდება როგორც სიხისტე.

???? რა გავლენა აქვს ხისტ წყალს ჯანმრთელობაზე ?

ხისტი წყალი შეიძლება გახდეს კანის ზედმეტად გამოშრობის და ნაღველსა და თირკმელში კენჭების წარმოქმნის გამომწვევიი მიზეზი.

გააზიარე