Opening Hours : ორშაბათი - შაბათი 09:30 - 18:30

ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

კომპანია აქვაშენი 2017 წელს დაფუძნდა. ლოდზის უნივერსიტეტში დამეგობრებული ორი კურსდამთავრებულის მიერ მათი იდეა იყო საქართველოში ხელმისაწვდომი ყოფილიყო სუფთა და უსაფრთხო სასმელი წყალი. კომპანია აქვაშენი თავდაპირველად ბაზარზე მოღვაწეობდა შპს „წყლის ფილტრები“ -ს სახელით და მისი საქმიანობა იყო წყლის ფილტრების საბითუმო გაყიდვები. 2020 წლის ნოემბერში შეეცვალა სახელი და დღეს წარმოდგენილია როგორც აქვაშენი. პირველი მაღაზია გაიხსნა ქუთაისში. აგრძელებს საბითუმო გაყიდვებს უფრო ფართო მასშტაბით და აგრეთვე დაემატა საცალო და კორპორატიული გაყიდვები ასევე მიმდინარე მომსახურეობა წყლის ფილტრების ექსპლუატაციისთვის. კომპანიას მკაცრად აქვს განსაზღვრული მისი საქმიანობა და უნდა თავი დაიმკვიდროს მხოლოდ წყალ მომზადების სფეროში. დღეს დღეობით კომპანიის ძლიერი მხარე არის საყოფაცხოვრებო და მცირე სამეწარმეო წყლის ფილტრაცია და მონტაჟი ხოლო სამომავლო გეგმებში შედის საწარმოო, იდუსტრიული და მუნიციპალური სხვადასხვა წარმადობის წყალმომზადების სისტემების პროექტირება და მათი განხორციელება. თავდაპირველად კომპანია აქვაშენი მხოლოდ AQUAFILTER -ის ოფიციალური წარმომადგენელი იყო. მას დღეს დღეობით კი შეუერთდა ისეთი ევროპული ბრენდები როგორიც არის DWETS, NWFabriek, EUROTROL და MWG – Italy.