პროდუქცია

უკუოსმოსის სისტემა 600 GPD პირდაპირი ნაკადი 2200ლ/24სთ 90ლ/სთ – RO600GPD

ეტაპიანი უკუ ოსმოსის ღრმა ფილტრაციის სისტემა წყლის ტუმბოთი. წმენდს წყალს 0.0001 μm მიკრონის დონეზე ვირუსებისაგან  და ბაქტერიებისაგან. აგრეთვე ფილტრავს: ქვიშისგან, ქლორისგან, მძიმე მეტალებისაგან, არბილებს წყალს, აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს 2200ლ/24სთ.   90ლ/სთ

2150,00 

  • Product ID:
  • 18977

RO600GPD 5 ეტაპიანი უკუოსმოსის ღრმა ფილტრაციის სისტემა წყლის ტუმბოთი,  ფილტრაციის ზუსტი კომბინაციის საშუალებით იგი უზრუნველყოფს სუფთა სასმელი წყლის მოწოდებას თქვენთვის.

ფილტრაციის სისტემა პირველ ეტაპზე წყალს ფილტრავს პოლიპროპილენის 5 μm მიკრონიანი კარტრიჯით ქვიშისაგან და სხვა უხეში მინარევიბისაგან

მეორე ეტაპზე გრანულირებული აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი. აქტივირებული ნახშირი არის წყლის გაფილტვრის საუკეთესო საშუალება. ასუფთავებს წყალს ქლორისგან, პესტიციდებისგან, ორგანული მინარევებისგან, ამცირებს მძიმე მეტალების კონცენტრაციას, და აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს.

მესამე ეტაპზე აქტივირებული ნახშირის ბლოკის კარტრიჯი. ასუფთავებს წყალს ქლორისგან, პესტიციდებისგან, ორგანული მინარევებისგან, ამცირებს მძიმე მეტალების კონცენტრაციას, და აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს. 2 ჯერ ხდება ნახშირის კარტრიჯით გაფილტრვა რომ ქლორის კონცენტრაცია წყალში მინიმუმამდე დავიდეს.

მეოთხე ეტაპზე უკუ ოსმოსის ღრმა ფილტრაციის მემბრანა, მისი წმინდა მრავალშრიანი ნახევრად გამტარი ფოროვანი შრის საშუალებით წყალს ფილტრავს 0,0001 μm მიკრონის დონეზე და ეფექტურად აცილებს 96%-99% აწონილ ნაწილაკებს უმეტესად ბაქტერიებს და ვირუსებს და ასევე აგრესიულ იონებს. წყალი რომელიც ვერ გაივლის ამ მიკრონის შრეს ის მიედინება სპეციალური მილის საშუალებით დრენაჟში.

მეხუთე ეტაპზე ხაზოვანი ქოქოსის ქერქის გრანულირებული, აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი ოსმოსის მემბრანის შემდეგ აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს.

There are no reviews yet.

Be the first to review “უკუოსმოსის სისტემა 600 GPD პირდაპირი ნაკადი 2200ლ/24სთ 90ლ/სთ – RO600GPD”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *