3 ეტაპიანი უკუ ოსმოსი ღრმა ფილტრაციის სისტემა აკვარიუმისთვის, ფილტრაციის ზუსტი კომბინაციის საშუალებით იგი უზრუნველყოფს სუფთა სასმელი წყლის მიწოდებას თქვენი აკვარიუმისათვის.
ფილტრაციის პირველ ეტაპზე დახურული ტიპის ხაზოვანი კარტრიჯი, ქოქოსის ქერქის გრანულირებული აქტივირებული ნახშირი ასუფთავებს წყალს ქლორისგან, პესტიციდებისგან, ორგანული მინარევებისგან და სხვა ნივთიერებისაგან, ამცირებს მძიმე მეტალების კონცენტრაციას, და აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს. ლაბორატორიული კვლევების თანახმად აცლის წყალს გამხსნელ ნივთიერებებს, არომატულ ჰიდროკარბონებს, ფენოლს, ბენზოლს და სხვა ორგანულ კომპონენტებს.
ფილტრაციის მეორე ეტაპზე დახურული ტიპის ხაზოვანი პოლიპროპილენის კარტრიჯი, რომელიც ასუფთავებს წყალს ქვიშისაგან და სხვა უხეში მინარევებისგან, მილებში დაგროვებული ნადებისგან და მტვრის ნაწილაკებისგან. შედგება სამი შრისგან, თითოეული შრე ფილტრავს წყალს სხვადასხვა ზომის მინარევებისგან.
ფილტრაციის მესამე ეტაპზეს უკუოსმოსის ღრმა ფილტრაციის მემბრანა, მისი წმინდა მრავალშრიანი ნახევრად გამტარი ფოროვანი შრის საშუალებით წყალს ფილტრავს 0,0001 μm მიკრონის დონეზე და ეფექტურად აცილებს 96%-99% აწონილ ნაწილაკებს უმეტესად ბაქტერიებს და ვირუსებს და ასევე აგრესიულ იონებს.წყალი რომელიც ვერ გაივლის ამ მიკრონის შრეს ის მიედინება სპეციალური მილის საშუალებით დრენაჟში.
მაღალი ხარისხის მემბრანის მეშვეობით შესაძლებელია დღეში/ღამეში 300-მდე ლიტრი წყლის გაფილტვრა. 0.0001 µm მიკრონის დონეზე.
ნაკრები მოიცავს:
- 1. ღრმა ფილტრაციის კარტრიჯი ქოქოსის კანით და აქტ. კარბონით – AICRO
- 2.ხაზოვანი პოლიპროპილენის კარტრიჯი – AIPRO
- 3. ღრმა ფილტრაციის მემბრანული წყლის ფილტრი 0.0001 µm 75 GPD – TFC-75F
- 4. RX-AFRO3-AQ უკუ ოსმოსის სისტემას
- 5. სხვა საჭირო სამონტაჟო მასალები და ინსტრუქციას სწრაფი და მარტივი მონტაჟისთვის.
( ფილტრაციის სისტემამ რომ იმუშაოს გამართულად აუცილებელია წყალი მიეწოდებოდეს მინიმუმ 2.5 ბარით )
ფილტრი შედგება 3 კარტრტიჯისგან.
- პირველი და მეორე კარტრიჯების ექპტლუატაციის ვადა არის 10 – 12 თვე. ღირებულება არის – 42 ₾
- მესამე ოსმოსის მემბრანის ექპტლუატაციის ვადა არის 2 – 2.5 წელი. ღირებულება – 125 ₾