წყლის ფილტრის სისტემის მონტაჟი კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა

გამოწვევა:

ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე საჭიროა დარბილებული წყალი, მათ შორის დუღილის დასრულების შემდეგ ოპტიმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად. სპეციალური დანადგარის მეშვეობით საცავი ავზის ირგვლივ ხდება ხდება წყლის გათბობა/გაგრილება, იმისათვის რომ დანადგარი არ გამოვიდეს მწყობრიდან და იმუშავოს გამართულად საჭიროა დარბილებული წყალი.

მოთხოვნა:
წყლის დარბილება და მექანიკური ფილტრაცია, ორთქლის დანადგარების დასაცავად.  

გადაწყვეტილება:
მოთხოვნის შესაბამისად გადაწყდა დაგვემოტაჟებინა 2 ეტაპიანი უხეში ფილტრაცია:

  1. პირველ ეტაპზე   10 ინჩიანი კოლბა,  50 მიკრონიანი მრავალჯერადი ნეილონის კარტრიჯი.
  2. მეორე ეტაპზე 2 ცალი 20 ინჩიანი  მაღალი წარმადობის BIG BLUE  კოლბები. ორივე კოლბაში კი 5 მიკრონიანი პოლიპროპელენის კატრიჯი. აღნიშნული ფილტრები უზრუნველყოფენ ქვიშისა და ნალექის უწვრილესი ნაწილაკებისაგან გაფილტრვას.

წყლის დასარბილებლად გამოვიყენეთ MWG – AWSD2X75– რომლის წარმადობა არის 3400 ლიტრი საათში და ურზუნველყოფს მაღალის სიხისტის წყლის დარბილებას. ფილტრი ავტომატურია და პერიოდულობით ახდენს თვითრეცხვას ტექნიკური მარილის მეშვეობით. მარილით რეცხვა უზრუნველყოფს მასში მოთავსებული რეგენტის რეგენერაციას. მომსახურება ჭირდება პერიოდულად ტექნიკური მარილის ჩაყრის სახით.

შედეგი:

ჩვენი სერვის ჯგუფის მუშაობის შედეგად დაყენდა ზემოთ ხსენებული ფილტრები და შესაბამისად დაკმაყოფილდა დამკვეთის მოთხოვნები.

– მთლიან სისტემას მიეწოდება დარბილებული წყალი, რომელიც არ წარმოქმნის ნადებს

–  დამატებით იფილტრება ქვიშისა და სხვა უხეში მინარევებისაგან, რომელიც ასევე უზრუნველყოფს დამარბილებელი ფილტრის ხანგძლივ და შეუფერხებელ მუშაობას.

გააზიარე