
სახლში წყლის მილები ხშირად იჭედება? ამის მიზეზი, შესაძლოა თავად წყალი იყოს. ასეთ დროს, წყლის დარბილება ხდება საჭირო. წყლის დამარბილებელი ხისტი წყლით გამოწვეული პრობლემების მოგვარების მთავარი გზაა.
დავიწყოთ თავიდან – რა არის ხისტი წყალი?
თუ ონკანის წყალი დიდი ოდენობით კალციუმსა და მაგნიუმს შეიცავს, ის ხისტია. ასეთი წყლის საუკეთესო მაგალითად წვიმა შეგვიძლია ჩავთვალოთ. ფაქტია, რომ ციდან რბილი წყალი მოდის, თუმცა გზად მინერალებს იკრეფს, რაც წყლის შემადგენლობას ცვლის.
ხისტი წყალი არაერთი პრობლემის მიზეზი ხდება, მათ შორისაა: მილების გაჭედვა, ნიჟარაზე წყლის ლაქების დატოვება, გამაცხელებლის ცუდად მუშაობა, სარეცხი საშუალებების ნაკლებხსნადობა, ბანაობის შემდეგ წებოვანი თმები, უცნაური შეგრძნება სხეულზე და ა.შ.
ამის მიზეზი ხისტი წყლის მაღალი სიმკვრივეა, რაც მასში მინერალების შემცველობითაა განპირობებული. ჯანმო-ს მონაცემებით, წყლის კლასიფიკაცია მასში კალციუმის კარბონატის კონცენტრაციის მიხედვით ასეთია:
ზომიერად ხისტი – 60-120 მგ/ლ;
ხისტი – 120-180 მგ/ლ;
ძალიან ხისტი – 180 მგ/ლ-ზე.
წყალში ჭარბი დოზით მინერალების არსებობა არ ნიშნავს, რომ ის დაბინძურებულია. მიკრობებისა და ბაქტერიებისგან განსხვავებით, მინერალები ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მაღალმა შემცველობამ, შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. მაგნიუმის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები და დიარეა.
ხისტ წყალში შემავალ მინერალებს შეუძლია თქვენი კანის pH ბალანსი შეცვალოს – შეასუსტოს იგი, როგორც ბარიერი მავნე ბაქტერიებისა და ინფექციების წინააღმდეგ.
ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, წყლის დამარბილებელი გამოიყენება, რომელიც წყალს ზედმეტი მინერევებისგან ათავისუფლებს და მის სიმკვრივეს ამცირებს.
რა არის ხისტი წყლის დამარბილებელი?
სისტემა კალციუმის იონებს კალციუმის კრისტალებად გარდაქმნის, რის შემდეგაც ის ურთიერთქმედებაში ვეღარ შედის მილებთან, ზედაპირებთან, ტექნიკასთან… კრისტალები უვნებელი და მცირე ზომისაა, ისინი წყლის ნაკადით ადვილად ჩაირეცხება.
დარბილებულ წყალს კი არაერთი სარგებელი აქვს:
როგორ ავარჩიოთ ხისტი წყლის დამარბილებელი?
Წყლის ფილტრის შესარჩევად, აუცილებელია ვიცოდეთ:
Ამ მონაცემების ცოდნის შემდეგ შეგვიძლია დაგეხმაროთ დამარბილებელი ფილტრის შერჩევაში. კონსულტციისათვის დაგვიკავშირდით: 032 204 04 15
გამარჯობა,ვიყენებ ჭის წყალს,საკმაოდ ხისტს(ანალიზი არ ჩამიტარებია) დღეში მოვიხმარ მაქსიმუმ 1ტ წყალს გამარკვიეთ ყველაფერში და კიდევ სასმელად თუ გამომადგება და საკვების მოსამზადებლად, მადლობა
გამარჯობა ბესო, თუ წყლისსიხისთის მოცილება გვინდა ამისათვის აუცულებელია წყლის სიხისთის ლაბორატორუული ანალიზი, ამის შემდეგ შეგვეძლება საუბარი წყლის სიხისთის გაცლაზე,ხოლო რაც შეეხება წყის წყლის სასმელ წყლად გამოყენებას ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ უკუოსმოსის სასმელი წყლის სისტემები რომლებიც საუკეთესო შედეგს მოგვცემენ