უკუოსმოსის ღრმა ფილტრაციის 7ეტაპიანი სისტემა – ELITE7W-G

900,00 980,00 

ELITE7W-G – 7 ეტაპიანი უკუ ოსმოსის ღრმა ფილტრაციის სისტემა პლასმასის სადგამით. მონტაჟდება  სამზარეულოს ნიჟარის ქვემოთ. ფილტრაციის ზუსტი კომბინაციის საშუალებით იგი უზრუნველყოფს სუფთა სასმელი წყლის მოწოდებას თქვენთვის.

ფილტრაციის სისტემა პირველ ეტაპზე წყალს ფილტრავს პოლიპროპილენის 5 μm მიკრონიანი ანტიბაქტერიული კარტრიჯით ქვიშისაგან  და სხვა უხეში მინარევიბისაგან

 

მეორე ეტაპზე გრანულირებული აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი. აქტივირებული ნახშირი არის წყლის გაფილტვრის საუკეთესო საშუალება. ასუფთავებს წყალს ქლორისგან, პესტიციდებისგან, ორგანული მინარევებისგან, ამცირებს მძიმე მეტალების კონცენტრაციას, და აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს.

მესამე ეტაპზე აქტივირებული ნახშირის ბლოკის კარტრიჯი. ასუფთავებს წყალს ქლორისგან, პესტიციდებისგან, ორგანული მინარევებისგან, ამცირებს მძიმე მეტალების კონცენტრაციას, და აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს. ჯერ ხდება ნახშირის კარტრიჯით გაფილტრვა რომ ქლორის კონცენტრაცია წყალში მინიმუმამდე დავიდეს.

მეოთხე ეტაპზე უკუ ოსმოსის ღრმა ფილტრაციის მემბრანა, მისი წმინდა მრავალშრიანი ნახევრად გამტარი ფოროვანი შრის საშუალებით წყალს ფილტრავს 0,0001 μm მიკრონის დონეზე და ეფექტურად აცილებს 96%-99% აწონილ ნაწილაკებს უმეტესად ბაქტერიებს და ვირუსებს და ასევე აგრესიულ იონებს. წყალი რომელიც ვერ გაივლის ამ მიკრონის შრეს ის მიედინება სპეციალური მილის საშუალებით დრენაჟში.

მეხუთე ეტაპზე ხაზოვანი ქოქოსის ქერქის გრანულირებული, აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი ოსმოსის მემბრანის შემდეგ აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს.

მეექვსე ეტაპზე მინერალიზაციის ხაზოვანი კარტრიჯი უკუ ოსმოსის ღრმა ფილტრაციის შემდეგ ამდიდრებს წყალს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალებით კალციუმითა და მაგნიუმით. სასარგებლო დოზით მინერალები და მკვებავი ნივთიერებები ემატება წყალს იმისთვის რომ PH იყოს დაბალანსებული. ეს მას შემდეგ რაც უკუ ოსმოსის ღრმა ფილტრაციის მემბრანა აცლის მას ამ ყოველივეს. ამცირებს მჟავიანობას ორგანიზმში და წარმოქმნის ბუნებრივ მინერალებს.

მეშვიდე ეტაპზე უარყოფითი იონების ხაზოვანი კერამიკული კარტრიჯის საშუალებით ამდიდრებს წყალს უარყოფითად დამუხტული ატომებით და კომპლექსური ნაწილაკებით (უფრო მაღალი რაოდენობის ელექტრონებით ვიდრე არის ჩვეულებრივ ონკანის და გრუნტის წყალში) კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ პოტენციური სარგებელი იონიზირებული წყლისგან არის ის რომ უარყოფითად დამუხტული წყალი ადვილად შეიწოვება ადამიანის სხეულის მიერ.

მაღალი ხარისხის მემბრანის მეშვეობით შესაძლებელია დღე/ღამეში 300ლიტრიამდე წყლის გაფილტვრა 0.0001 μm მიკრონის დონეზე.

ნაკრები მოიცავს

  1. პოლიპროპილენის კარტრიჯი 5 μm მიკრონიანი – FCPS5-AB
  2. კარტრიჯი გრანულირებული აქტივირებული ნახშირით – FCCA
  3. კარტრიჯი აქტივირებული ნახშირის ბლოკით  – FCCBL
  4. ღრმა ფილტრაციის მემბრანული წყლის ფილტრი 0.0001 µm 75 GPD – TFC-75F
  5. ღრმა ფილტრაციის კარტრიჯი ქოქოსის კანით და აქტივირებული ნახშირით 1/4 NPT – AICRO
  6. ღრმა ფილტრაციის მინერალიზაციის კარტრიჯი – AIMRO
  7. ღრმა ფილტრაციის უარყოფითი იონების კარტრიჯი 1/4 NPT – AIFIR2000
  8. ELITE7W-G უკუ ოსმოსის სისტემას
  9. ერთგამტარიანი ქრომირებული ონკანი – FXFCH17
  10. სხვა საჭირო სამონტაჟო მასალები და ინსტრუქცია სწრაფი და მარტივი მონტაჟისთვის.

( ფილტრაციის სისტემამ რომ იმუშაოს გამართულად აუცილებელია წყალი მიეწოდებოდეს მინიმუმ 2,5 ბარით )

ფილტრი შედგება 7 კარტრტიჯისგან

  1. პირველი, მეორე და მესამი კარტრიჯების ექსპლუატაციის ვადა არის 5 – 6 თვე. ღირებულება  – 47 ₾
  2. მეოთხე ოსმოსის ოსმოსის კარტრიჯის ექსპლუატაციის ვადა არის 2.5 წელი. ღირებულება – 130 ₾
  3. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კარტრიჯების ექსპლუატაციის ვადა არის 10 – 12 თვე. ღირებულება  133 ₾

AQUAFILTER -ის პროდუქციის ხარისხაის საზომი არის ის რომ დღეს დღეობით იყიდება მსოფლიოს 90 მეტ ქვეყანაში და აგრეთვე სერტიფიცირებულია NSF და WRAS-ის მიერ. აკმაყოფილებს ყველა საჭირო სტანდარტს და მოთხოვნებს ISO და TUV.

წონა 9,500 კგ
ზომები 26 × 40 × 70 სმ
მონტაჟი

მონტაჟით, მონტაჟის გარეშე

მსგავსი პროდუქცია