უკუოსმოსის ღრმა ფილტრაციის 5ეტაპიანი სისტემა – RP55139415

800,00 880,00 

RP55139415 – 5 ეტაპიანი უკუ ოსმოსის ღრმა ფილტრაციის სისტემა წყლის ტუმბოთი მონტაჟდება  სამზარეულოს ნიჟარის ქვემოთ. ფილტრაციის ზუსტი კომბინაციის საშუალებით იგი უზრუნველყოფს სუფთა სასმელი წყლის მოწოდებას თქვენთვის.

ფილტრაციის სისტემა პირველ ეტაპზე წყალს ფილტრავს პოლიპროპილენის 5 μm მიკრონიანი კარტრიჯით ქვიშისაგან და სხვა უხეში მინარევიბისაგან

მეორე ეტაპზე გრანულირებული აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი. აქტივირებული ნახშირი არის წყლის გაფილტვრის საუკეთესო საშუალება. ასუფთავებს წყალს ქლორისგან, პესტიციდებისგან, ორგანული მინარევებისგან, ამცირებს მძიმე მეტალების კონცენტრაციას, და აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს.

მესამე ეტაპზე აქტივირებული ნახშირის ბლოკის კარტრიჯი. ასუფთავებს წყალს ქლორისგან, პესტიციდებისგან, ორგანული მინარევებისგან, ამცირებს მძიმე მეტალების კონცენტრაციას, და აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს. 2 ჯერ ხდება ნახშირის კარტრიჯით გაფილტრვა რომ ქლორის კონცენტრაცია წყალში მინიმუმამდე დავიდეს.

მეოთხე ეტაპზე უკუ ოსმოსის ღრმა ფილტრაციის მემბრანა, მისი წმინდა მრავალშრიანი ნახევრად გამტარი ფოროვანი შრის საშუალებით წყალს ფილტრავს 0,0001 μm მიკრონის დონეზე და ეფექტურად აცილებს 96%-99% აწონილ ნაწილაკებს უმეტესად ბაქტერიებს და ვირუსებს და ასევე აგრესიულ იონებს. წყალი რომელიც ვერ გაივლის ამ მიკრონის შრეს ის მიედინება სპეციალური მილის საშუალებით დრენაჟში.

მეხუთე ეტაპზე ხაზოვანი ქოქოსის ქერქის გრანულირებული, აქტივირებული ნახშირის კარტრიჯი ოსმოსის მემბრანის შემდეგ აუმჯობესებს წყლის გემოს და სუნს.

 

მაღალი ხარისხის მემბრანის მეშვეობით შესაძლებელია დღე/ღამეში 300 ლიტრამდე წყლის გაფილტვრა  0.0001 μm მიკრონის დონეზე.

ნაკრები მოიცავს

  1. პოლიპროპილენის კარტრიჯი 5 μm მიკრონიანი – FCPS5
  2. კარტრიჯი გრანულირებული აქტივირებული ნახშირით – FCCA
  3. კარტრიჯი აქტივირებული ნახშირის ბლოკით  – FCCBL
  4. ღრმა ფილტრაციის მემბრანული წყლის ფილტრი 0.0001 µm 75 GPD – TFC-75F
  5. ღრმა ფილტრაციის კარტრიჯი ქოქოსის კანით და აქტივირებული ნახშირით 1/4 NPT – AICRO
  6. RX55139415 უკუ ოსმოსის სისტემას
  7. ერთგამტარიანი ქრომირებული ონკანი – FXFCH5
  8. სხვა საჭირო სამონტაჟო მასალები და ინსტრუქცია სწრაფი და მარტივი მონტაჟისთვის.

( ფილტრაციის სისტემა აღჭურვილია წყლის ტუმბოთი თუ წყლის წნევა არის 2,5 ბარზე ნაკლები ამ შემთხვევაში ტუმბო უზრუნველყოფს საჭირო წყლის წნევის შექმნას ფილტრის ფუნქციონირებისათვის )

ფილტრი შედგება 5 კარტრტიჯისგან

  1. პირველი, მეორე და მესამი კარტრიჯების ექსპლუატაციის ვადა არის 5 – 6 თვე. ღირებულება – 44 ₾
  2. მეოთხე ოსმოსის მემბრანა კარტრიჯის ექსპლუატაციის ვადა არის 2.5 წელი. ღირებულება – 130 ₾
  3. მეხუთე კარტრიჯის ექსპლუატაციის ვადა არის 10 – 12 თვე. ღირებულება  23₾

AQUAFILTER -ის პროდუქციის ხარისხაის საზომი არის ის რომ დღეს დღეობით იყიდება მსოფლიოს 90 მეტ ქვეყანაში და აგრეთვე სერტიფიცირებულია NSF და WRAS-ის მიერ. აკმაყოფილებს ყველა საჭირო სტანდარტს და მოთხოვნებს ISO და TUV.

წონა 10,100 კგ
ზომები 30 × 45 × 60 სმ
მონტაჟი

მონტაჟით, მონტაჟის გარეშე

მსგავსი პროდუქცია